გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთში 9 ოქტომბრამდე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსები წვიმას მხოლოდ ორი დღის განმავლობაში ვარაუდობენ.
3 და 4 ოქტომბერს სამცხე-ჯავახეთის ყველა მუნიციპალიტეტში დღის განმავლობაში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.
ახალციხეში, ადიგენში, ასპინძასა და ბორჯომში დღისით ტემპერატურა +17, +19 იქნება, ხოლო ღამით კი +8, +10 გრადუსი.
დროგამოშვებით იწვიმებს მაღალ მთაშიც. ახალქალაქში, ბაკურიანსა და ნინოწმინდაში, დღისით +15, +17 გრადუსი ტემპერატურაა მოსალოდნელი, ღამით კი +5, +7 .
5–დან 8 ოქტომბრის დღის პირველ ნახევრამდე, რეგიონის მასშტაბით უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ხოლო 8 ოქტომბრის საღამოს საათებში გაწვიმდება და გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი.
ახალციხეში, ადიგენში, ასპინძასა და ბორჯომში დღისით ტემპერატურა +19, +21 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო ღამით +4, +6 გრადუსამდე დაიკლებს.
უნალექოდ ჩაივლის დღე მაღალ მთაშიც, ახალქალაქში, ბაკურიანსა და ნინოწმინდაში, დღისით +16, +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი 0, +2 გრადუსამდე შემცირდება.
9 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრიდან კვირის განმავლობაში უმეტესად უნალექო და თბილი ამინდია მოსალოდნელი.