Google საკუთარ ლეპტოპებს ინდოეთში დაამზადებს

Google საკუთარ ლეპტოპებს ინდოეთში დაამზადებს

Alphabet Inc.-ის Google საკუთარ Chromebook ლეპტოპებს ინდოეთში დაამზადებს და Apple-ის მსგავსად, ამ სწრაფად მზარდი ბაზრის ათვისებას იწყებს.

Google-ის მთავარი აღმასრულებელი დირექტორის, სუნდარ პიჩაის თანახმად, სამხრეთ აზიურ ქვეყანაში კომპანია HP Inc.-თან ითანამშრომლებს. აღსანიშნია, რომ ეს ინდოეთში დამზადებული პირველი Chromebook იქნება.

ეს სვლა Google-ს საშუალებას მისცემს, გაზარდოს მიწოდება ინდოეთში და კონკურენცია გაუწიოს Windows-ის სისტემაზე მომუშავე იმგვარ ტექნოლოგიურ კომპანიებს, როგორებიცაა Dell და Asus.

ტექნოლოგიური კომპანიების გადაბარგება ინდოეთში კიდევ ერთი წარმატებაა ქვეყნის პრემიერმინისტრ ნარენდრა მოდისთვის, რომლემაც 2 მილიარდ დოლარიანი წახალისების გეგმა წარადგინა ინდოეთში წარმოების გასაზრდელად.

აღსანიშნია, რომ 1.4 მილიარდ მოსახლეობიანი ქვეყნის ელექტრონული მოწყობილობების საწარმოო სექტორი მნიშვნელოვნად ფართოვდება მას შემდეგ, რაც ვაშინგტონი-პეკინის დაძაბულობის ფონზე კომპანიებმა ჩინეთის ბაზრის ალტერნატივის ძიება დაიწყეს.

 

BPN