ჩავარდნილი ტენდერი მინი სტადიონების სამუშაოების გადადებას იწვევს

ჩავარდნილი ტენდერი მინი სტადიონების სამუშაოების გადადებას იწვევს

სოფელ დილიფში, პ.გონდრიოსა და სპასოვკაში მინი სტადიონების შეკეთების ტენდერი არ შედგა.

ტენდერში მონაწილეობდა: ინდივიდუალური მეწარმე რაზმიკ ღუმაშიანი და “შპს არო”. ტენდერში გაიმარჯვა კომპანია “შპს არო-მ” რომელმაც 144,875 ლარის ოდენობის თანხა შესთავაზა. თუმცა, სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო, ეს კომპანია დისკვალიფიცირდა.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სამუშაოების განსახორციელებლად 158,423 ლარი გამოიყო, – დაფინანსების 5% ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ხოლო 95% სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო.

მინი სტადიონების შეკეთების თანხა შემდეგნაირად გადანაწილდა:

პ.გონდრიოს მინი-სტადიონისთვის გამოიყო 87,963 ლარი; სოფელ დილიფის მინი-სტადიონისთვის გამოიყო 64,718 ლარი; სოფელ სპასოვკაში მინი–სტადიონის შეკეთებისთვის გათვალისწინებული იყო 5742 ლარი. უნდა აღინიშნოს, რომ პ. გონდრიოს, დილიფისა და სპასოვკის სოფლებში მინი სტადიონები განადგურებულია და არ არის საექსპლუატაციო მდგომარეობაში.