დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი: რა საფრთხე ემუქრება ჯავახეთს

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი: რა საფრთხე ემუქრება ჯავახეთს

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)“ 2018 წლის 7 თებერვალს დააარსა საქართველოს ყოფილმა სახალხო დამცველმა (2012-2017 წლები) უჩა ნანუაშვილმა და მისმა გუნდმა.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი 2018 წლიდან ფუნქციონირებს როგორც საჯარო პოლიტიკის ანალიტიკური ინსტიტუტი, რომლის მიზანსაც წარმოადგენს ერთის მხრივ ადამიანის უფლებების პოპულარიზაცია, დაცვა, ადვოკატირება, ასევე კანონის უზენაისობისა და ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული ანგარიშვალდებული და გამჭირვალე სახელმწიფო მმართველობის დამკვიდრება, თავისუფალი სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიული ინსტიტურბის განვითარების ხელშეწყობა და ტოლერანტი, თავისუფალი საზოგადოების განვითარების მშენებლობა. საერთო ჯამში მისია არის სამოქალაქო საზოგადოების განვითარება და სახლმწიფოს ევროპული ინტეგრაციის პროცესების ხელშეწყობა.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის საქმიანობის თაობაზე ჩვენ ვესაუბრეთ ქეთევან მურღულიას, – დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის მედიამკლევარს. ვეცადეთ გაგვერკვია, რას საქმიანოს ინსტიტუტი, რა პრინციპებს ეყრდნობა და რა სტრატეგიულ ერთეულად მიაჩნიათ ჯავახეთი კვლევისთვის, როგორც ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონი.

იმის გათვალისწინებით, რომ ულტრამემარჯვენე ძალადობრივი ჯგუფები უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის ჯავახეთშიც, აქტიურად ხსნიან ოფისებს, ვგულისხმობ კონსერვატიულ მოძრაობა “ალტ-ინფოს”, მათი იდეოლოგიის პრევენციის ჭრილში აუცილებელია, რომ პირველ რიგში გაძლიერდეს მედიაწიგნიერების კუთხით სამცხე-ჯავახეთში ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერება, ამაღლდეს მათი ინფორმირებულობა დეზინფორმაციული მანიპულაციური მედიაკამპანიების წინააღმდეგ, ასევე ამაღლდეს მოსახლეობის ცნობიერება ანალიტიკური კვლევითი უნარების განვითარების ჭრილში, რათა შეძლონ დამოუკიდებლად გაარჩიონ ყალბი ამბავი ნამდვილისგან. – ქეთევან მურღულია, მედიამკვლევარი.

ვრცლად ჩვენს ინტერვიუში ქეთევანთან:

Radio NOR · დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ჯავახეთში

საქართველოში ხილვადი ხდება ულტრამემარჯვენე დაჯგუფებების მცდელობა, გავლენა იქონიონ პოლიტიკურ დღის წესრიგზე. იმის გათვალისწინებით, რომ ეს დაჯგუფებები, რომელთა დიდი ნაწილი დაუფარავად პრორუსულია, ღიად აცხადებენ ხელისუფლებაში მოსვლის ამბიციას, მოახლოებული 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ფონზე, განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს მათი სამოქმედო დღის წესრიგის, რიტორიკისა და ძირითადი ნარატივების ანალიზი.