ნინოწმინდაში, კარლ-მარკსის და გოგოლის ქუჩის კვეთაზე, მკვდარი ძაღლი ნაგვის ურნასთანაა მიბმული.
ამ ქმედების თვითმხილველები არ ჰყავს.
ამჟამად, ცხოველის წამება ან არასათანადო მოპყრობა, რამაც გამოიწვია მისი სიკვდილი ან დაზიანება, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით 1 წლამდე.
იგივე ქმედების ჩადენა ჯგუფურად, განმეორებით ან არასრულწლოვნის თანდასწრებით-ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორას ოთხას საათამდე, შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე, ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 3 წლამდე.