თბილისი რეგიონის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საგანმანათლებლო ცენტრად ითვლება, სადაც უამრავი უნივერსიტეტია. თუმცა, ბოლო წლებში სტუდენტები სერიოზული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ, რომლებიც დაკავშირებულია საცხოვრებელთან და უძრავი ქონების მაღალ ფასებთან.
ბინების ფასების ზრდის გამო, თბილისში ბევრი სტუდენტი სერიოზულ სირთულეებს აწყდება ხელმისაწვდომი საცხოვრებლის მოძიებაში. ბევრ სტუდენტს ურჩევნია იცხოვროს უნივერსიტეტებთან ახლოს, რათა დაზოგოს დრო და ფული გზაზე. თუმცა, ქალაქში საცხოვრებლის გაქირავება ბევრისთვის თითქმის შეუძლებელი გახადა. სტუდენტებისთვის, რომლებსაც არ შეუძლიათ ბინების დაქირავება, არის საერთო საცხოვრებლები, მაგრამ ისინიც კი არ არიან ყოველთვის ხელმისაწვდომი და აქვთ შეზღუდული რაოდენობის ადგილები. ეს საკითხი ასევე ეხება სტუდენტებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტიდან.
ბევრ სტუდენტს, საცხოვრებლის ფასების ზრდის გამო, სწავლის პარალელურად უწევთ მუშაობა, რათა ოჯახის ფინანსური მდგომარეობა შემსუბუქდეს. სტუდენტებისთვის საცხოვრებლისა და სამუშაოს ფასების ზრდის მიზეზებზე ილიაუნის მე-4 კურსის სტუდენტს, – ანზორ მალხასიანს ვესაუბრეთ.
ანზორმა სწავლის პირველი წლების საფასური თავად გადაიხადა, მაგრამ ორი წელია დონორისგან იღებს დაფინანსებას გულმოდგინე სწავლისთვის, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მისი ოჯახის ფინანსურ მდგომარეობას. მაგრამ, ამის მიუხედავად, ანზორს სწავლის პარალელურად მუშაობა მაინც უწევს, რადგან ბინის ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა.