სიყვარული სამშობლოსადმი ქმედებებით, და არა სიტყვებით – ზოია თათარიანი ახალქალაქიდან

სიყვარული სამშობლოსადმი ქმედებებით, და არა სიტყვებით – ზოია თათარიანი ახალქალაქიდან

ზოია თათარიანი ახალქალაქიდანაა, — ადამიანი, რომელიც სიყვარულს სამშობლოსადმი არა მხოლოდ სიტყვებით გამოხატავს, – არამედ ქმედებებით. ზოია თბილისში სწავლობს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. მისი ძირითადი პროფესია სოციოლოგიაა, მეორე კი – ფსიქოლოგია. სწავლასთან პარალელურად ზოია მუშაობს.

ზოია 25 წლისაა, მან დაიბადა და გაიზარდა ახალქალაქში. ბავშობიდან ზოია დადიოდა ეკლესიაში, მღეროდა ეკლესიურ სიმღერებს და სომხური ხალხისადმი განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩეოდა. ქირურგიული ოპერაციის შემდეგ ზოია აღარ მღერის ეკლესიაში, თუმცა, ხანდახან საკუთარ თავს და ახლობლებს სიმღერით ახარებს.

“არასდროს დამიკარგავს სიყვარული სამშობლოსადმი. როდესაც უნივერსიტეტში მოსამზადებელ კურსზე ვსწავლობდით, მუდმივად სიტყვიერი შეხლა-შემოხლა იყო მთიანი ყარაბაღის თემაზე, მე კი მსგავსი თემების ეპიცენტრში ვიყავი და მაქსიმალურად ვიცავდი ჩვენს ეროვნულ თვალსაზრისს. მსგავსი შეხლა-შემოხლები საუნივერსიტეტო ლექციების დროს იყო, როდესაც განვიხილავდით ისეთ თემებს, რომლებიც ეხებოდა კულტურას და ქვეყნების ტერიტორიალურ მთლიანობას. ერთხელ საქმე სასამართლემდეც კი  მივიდა.”

ზოია სულიერი ტკივილით იხსენებს 27 სექტემბრის მოვლენებს. მას იმედი ჰქონდა, რომ ყველაფერი იქით-აქეთი სროლით დამთავრდებოდა, თუმცა სროლა სისხლმღვერ ომად იქცა. ზოია უმოქმედოდ არ დარჩა, – მან სამკაციანი გუნდი შეკრიბა, რათა ფრონტზე გასაგზავნად მედიკამენტები შეეგროვებინათ, მეორე დღეს კი მან მოქალაქეების ძალების გაერთიანება შეძლო იმისთვის, რომ მთლიანი ძალებით ჯარისკაცების დახმარება შეეძლონ. ინიციატივა ყველაფრის შეგროვებას ითვალისწინებდა, რაც გამოადგებოდა და საჭირო იყო ფრონტზე: მედიკამენტები, საკვები, ტანისამოსი; – მოსახლეობა წირავდა ყველაფერს, რისი საშუალებაც ჰქონდა.

ზოია ძალიან ნერვიულობდა, როდესაც გარშემო ადამიანები ფიქრობდნენ იმაზე, რომ სამშობლოს საკუთარი სიყვარულის ნაცვლად ის ანაზღაურებას იღებდა: – “ჩათვალეთ, არაფერს ვაკეთებდი. ყველაზე მწარე ხვედრი ჯარისკაცებს ჰქონდათ, – ისინი იცავდნენ სამშობლოს, ჩვენი მიწებისთვის იბრძოდნენ და სიკვდილს თვალებში უმზერდნენ.” სიმამაცის, ლიდერობის, შეუპოვრობის, და ქმედებების ორგანიზების უნარისთვის, გარშემო ადამიანები მას “გენერალის” წოდება მიუნიჭეს.

ზოიასთვის ძნელია კითხვაზე პასუხი, თუ საიდან მოდის მისი სიყვარული სომეხი ხალხის მიმართ. მისი თქმით, ეს სიყვარული მას სისხლში, აღზრდაში და მსოფლმხედველობაში აქვს. ბავშვობაში ის საბავშვო ბანაკებში დადიოდა, სადაც მას ეს იდეოლოგია განუვითარდა.

ზოია იხსენებს, რა შრომა ჩადო მან საქმეში, რომელშიც უპრეცედენტო ლიდერი იყო:

” დილის 10 საათიდან საღამოს 5 საათამდე ეკლესიის ეზოში ვიყავი, მოსახლების მიერ მოტანილ შენაწირს ვაგროვებდით, საღამოს 5 საათიდან 10 საათამდე კი საწყობში ვალაგებდით, შემდგომ კი შენაწირი მთიან ყარაბაღში იგზავნებოდა. ჩვენ მთელი გუნდით სიახლეებს ვაკვირდებოდით და წინსვლის კარგი ამბავი რომ გვესმოდა, – ძალიან გვიხაროდა ხოლმე.” – ამბობს ზოია.

დღემდე, მიუხედავად დატვირთულ გრაფიკს, თბილისში სწავლას, მუშაობას და პირადი ცხოვრებისა, ზოია მთელი სულით, გულით და ძალებით ცდილობს მთიანი ყარაბაღიდან სომხეთში იძულებით გადაადგილებული, გაჭირვებული ხალხის დახმარებას. მას კომუნიკაცია აქვს ოჯახებთან და დიდი ძალისხმევით ცდილობს დაეხმაროს მათ. მიუხედავად იმისა, რომ 2023 წლის ვითარებისას ჯავახეთიდან მხარდაჭერა ისეთივე ძლიერი არ იყო, როგორც 2020 წელს, ზოიამ მაინც მოახერხა საკუთარი წვლილის შეტანა და ეხმარებოდა იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას რეგისტრაციაში არასამთავრებო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, ასევე შეძლებისდაგვარად ეხმარებოდა ფინანსურადაც.