ნინოწმინდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინას ხვალ, 13 ოქტომბერს მიიღებს.
ოქტომბერი არის თვე, როდესაც ექიმები ყველას ურჩევენ გრიპის აცრის გაკეთებას გაციების რისკის შესამცირებლად. ექიმის რეკომენდაციის თანახმად, ვაქცინაცია უნდა გაკეთდეს ყოველწლიურად გრიპის სეზონის დაწყებამდე.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უფასოდ განხორციელდება დაავადების გართულებების გაზრდილი რისკის მქონე რისკ ჯგუფებისთვის.
“გამოვლინდა გრიპის 2023-2024 წლების სეზონის მაღალი რისკის ჯგუფები: დიაბეტით დაავადებული ადამიანები; დიალიზზე მყოფი ადამიანები; c ჰეპატიტის მქონე ადამიანები (მხოლოდ ისინი, ვინც მკურნალობენ); აივ ინფექციით/შიდსით დაავადებული ადამიანები; გადანერგილი ორგანოებისა და კისტოზური ფიბროზის მქონე პირები; 60 წლის და უფროსი ასაკის მოხუცები; ორსული ქალები; ზოგადი საგანმანათლებლო დაწესებულებების (სკოლების) მასწავლებლები; ბავშვთა, მოხეცთა სახლების ბენეფიციარები (მათ შორის მცირე საოჯახო ტიპის) და მათი მომსახურე პერსონალი; სამედიცინო პერსონალი და სხვა.”
გრიპისგან თავის დასაცავად ეპიდემიოლოგი გირჩევთ ხშირად დაიბანოთ ხელები, თავი შეიკავოთ ადამიანებთან, პაციენტებთან ხშირი და მჭიდრო კონტაქტისგან და დაიცვანთ ჰიგიენის ძირითადი სტანდარტები.
ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა ტიგრან ეგოიანმა უფრო დეტალურად გვითხრა: