ისრაელიდან საქართველოში ორი ავიარეისი შესრულდა, მგზავრებს შორის საქართველოს ათეულობით მოქალაქე იყო

ისრაელიდან საქართველოში ორი ავიარეისი შესრულდა, მგზავრებს შორის საქართველოს ათეულობით მოქალაქე იყო

თელ ავივიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს ღამით ორი ავიარეისი შესრულდა. მგზავრებს შორის საქართველოს ათეულობით მოქალაქე იყო.

ერთ-ერთი რეისი „ჯორჯიან ეარვეისმა“ შეასრულა, რომელმაც 60-მდე საქართველოს მოქალაქე, მათ შორის, მცირეწლოვანი ბავშვები ჩამოიყვანა.

როგორც მოქალაქეები აცხადებენ, ისრაელში ვითარება კვლავ რთულია, გამოფრენამდე განგაშის სიგნალები ისმოდა თელ ავივის აეროპორტშიც. მათივე ცნობით, ისრაელში საქართველოს საელჩო მუდმივ კონტაქტშია ისრაელში მცხოვრებ ქართველებთან.