ადგილობრივი პრობლემების განსაზღვრა “კომენტარის” წარმომადგენლებთან

ადგილობრივი პრობლემების განსაზღვრა “კომენტარის” წარმომადგენლებთან

დღეს, 17 ოქტომბერს, ნინოწმინდის ახალგაზრდულ ცენტრში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა პლატფორმა “კომენტართან”.

შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი მედიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რათა გაერკვია, თუ რა საჭიორებები აქვს ნინოწმინდს მუნიციპალიტეტს, რა მკაფიო პრობლემებია განსაზღვრული თემში და როგორ ხდება ამ პრობლემების მოგვარება.

შეხვედრის მსვლელობისას განისაზღვრა ისეთი თემები, როგორიცაა ადგილობრივი ხელისუფლების დამოკიდებულება არასამთავრობო ორგაზინაციების მიმართ, მათ შორის თავისუფალი მედიისა. კონკრეტულად ისმოდა კითხვა იმის თაობაზე, რომ ადგილობრივი ხელისუფლება რთულად შედის კომუნიკაციიაში თავისუფალ მედიასთან საჯარო ინფორმაციის გაშუქების თაობაზე. გარდა ამისა, ხაზი გაისვა ქალთა საზოგადოებაში ინტეგრაციის საკითხებზე, სოფლად მცხოვრები ადამიანების პრობლემებზე, რომლებსაც პრობლემა აქვთ ნინოწმინდაში ჩამოსვლის პრობლემა საზოგადოებრივი ტრანსპორტის საიმცირის გამო. ასევე საუბარი იყო ქართული ენის ცოდნაზე, ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის მონდომებაზე და ქართული ენის შესწავლის სურვილზე და ამასთან ერთად სახელმწიფოს მხრიდან ქართული ენის შესწავლის რესურსების ხელმისაწვდომობაზე.

უფრო ვრცლად ჩვენს აუდიოჩანაწერში “კომენტარის” თანადამფუძნებელ, მერაბ ქართველიშვილთან:

Radio NOR · Პრობლემების Განხილვა Პლატფორმა Კომენტართან

პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ. პლატფორმის ფუნქციაა როგორც ცოდნაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, ასევე საჯარო პოლიტიკურ პროცესებში სამოქალაქო ინტერესების დაცვა.