ჩამოცვენილი ფოთლების დაწვა სახიფათოა როგორც ჯანმრთელობისთვის, ასევე გარემოსთვის

ჩამოცვენილი ფოთლების დაწვა სახიფათოა როგორც ჯანმრთელობისთვის, ასევე გარემოსთვის

შემოდგომაზე მოსახლეობა ჯანმრთელობაზე და გარემოს ზიანზე დაუფიქრებლად წვავს ჩამოცვენილ ფოთლებს.

ერთი შეხედვით, ჩამოცვენილი ფოთლების დაწვა მატი მოშორების ყველაზე მარტივი ხერხია. თუმცა, მსგავსი ქმედება არასწორია, მეტიც, – დასჯადია კანონით.

საქართველოს კანონმდეებლობა კრძალავს ფოთლების დაწვას. მსგავსი დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა 200 ლარს შეადგენს.

დამწვარი ფოთლები გამოყოფენ მხუთარ აირს, რომელიც ბლოკავს ჟანგბადის შეღწევას ორგანიზმში. ამასთან ერთად, დაწვისას გამოიყოფა ბენზაპირენი, რომელიც ადამიანებში კიბოს იწვევს. ბოლთან ერთად ჰაერში გამოიყოფა დიოქსინი – ადამიანისთვის ერთ-ერთი ყველაზე მომწამვლელი ნივთიერება.

დაწვისას გამოიყოფა ნახშირორჟანგი და აზოტის ოქსიდი. ამან შესაძლოა გამოიწვიოს ბრონქოსპაზმი, ალერგია, ხველა, გუდვა. დაწვა ასევე იწვევს ატმოსფეროს, წყლისა და ნიადაგის დაბინძურებას.

ნინოწმინდის მოსახლეობის კომენტარების თანახმად, მათ იციან, რომ ფოთლების დაწვა არ შეიძლება, თუმცა იმასაც ამბობენ, რომ ყიველთვის წვავდნენ ფოთლებს, რათა ეზოები და ბაღები გაესუთავებინათ. არსებობს ძალიან ბევრი ქარხანა, რომლებიც უარესად აბინძურებენ ჰაერს, მაგრამ მაინც ფუნქციონირებენ.

Radio NOR · Сжигать опавшие листья опасно как для природы таки для здоровья