- რადიო NOR-მა მერიის PR სამსახურს დაუკავშირდა, თუმცა კითხვაზე პასუხი ვერ მიიღო, რადგან PR-ს ინფორმაცია არ ჰქონდა:
- მერის მოადგილემ, არმენ ბდოიანმა, RadioNOR-ის ჟურნალისტებისთვის ინტერვიუს მიცემაზე უარი განაცხადა, დროის სიმცირის მოტივით და აღნიშნა, რომ ყველა ინფორმაცია ხელმისაწვდომია ინტერნეტში:
ქრონოლოგიის მიხედვით, 2019 წელს სახელმწიფო შესყიდვების სამსახურმა მერიისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ხელმძღვანელობისთვის ორი ოფიციალური ავტომობილის შესაძენად კონსოლიდირებული ტენდერი გამართა.
ორი ავტომობილის შესაძენად, ადგილობრივი ბიუჯეტის ფინანსური რესურსებიდან 120 000 ლარის ჯამური დაფინანსება გამოიყო. კომპანია “RENAULT-მა” ტენდერში გაიმარჯვა და 87 360 ლარის (თითოეული ავტომობილისთვის 43 680 ლარი) ოდენობის თანხა შესთავაზა. შეთანხმების პირობების შესაბამისად, RENAULT-მა 120 დღის განმავლობაში ორი RENAULT DUSTER 2019 მანქანა უზრუნველყო.
2020 წლისინფორმაციის თანახმად, მერიამ ძველი მანქანები გაყიდა.
მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსმა, საიათ მკოიანმა წარმოადგინა, რომ ყველა ძველ დაზიანებულ ავტომობილს გავლილი აქვს სახელმწიფო ექსპერტიზა, სადაც მანქანების გასაყიდი ფასები გამოვლინდა. ეს მანქანები მრავალი წლის განმავლობაში არ გამოიყენებოდა, ბევრი მათგანი არ იყო ექსპლუატაციაში და ამიტომ გადაწყდა აუქციონზე გაყიდვა.
ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შეფასებით, ავტომობილების ფასები შემდეგნაირად გადანაწილდა:
- MITSUBISHI Pajero-2000 წლის წარმოება, ფასი 2000 ლარი;
- ToYota 4runner-2000 მოდელის წელი, ფასი 10 000 ლარი;
- MITSUBISHI Montero-1996 წარმოების წელი, ფასი 4000 ლარი; MITSUBISHI Pajero-1998 წარმოების წელი, ფასი 7000 ლარი;
- UAZ 31514-2005 წარმოების წელი, ფასი 1200 ლარი;
- MITSUBISHI airtrek-2001 წარმოების წელი, ფასი 5000 ლარი;
- GAZ 310290-1996 წარმოების წელი, ფასი 2000 ლარი.
2023 წლისთვის მონაცემების თანახმად, მუნიციპალიტეტმა ახალი FIAT ავტომობილი შეიძინა, რომლის ღირებულებაც 38,472 ლარია. აღსანიშნავია, რომ 2022 წელს მერიის ძველი მანქანები, რომლებმაც ვარგისიანობა დაკარგეს, სახელმწიფო აუქციონზე eAuction.ge გაიყიდა. ჯამში, 2022 წელს ავტომობილების გაყიდვიდან მიღებულმა შემოსავალმა 25,337 ლარი შეადგინა. ხოლო 2021 წელს გაიყიდა ოთხი ავტომობილი, რამაც მთლიანი გაყიდვების თანხა 27,960 ლარამდე გაზარდა.
შეძენილი ახალი KIA მანქანების, საოპერაციო გამოცდილებისა და მერიის საჭიროების შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციისთვის, რადიო NOR-ი დაუკავშირდა მერიის PR სამსახურს, მაგრამ კითხვაზე პასუხი არ მიუღია, – მერის მოადგილემ, არმენ ბდოიანმა უარი თქვა ინტერვიუს მიცემაზე რადიო NOR-ის რედაქციაში, დროის სიმცირისა და იმ ფაქტის გამო, რომ ყველა ინფორმაცია ხელმისაწვდომია ინტერნეტში. ამ სიტუაციიდან გამომდინარე, რედაქცია იძულებული გახდა, მერიის ავტოპარკის შესახებ აქამდე არსებულ მასალებს მიემართა და უკვე ამ ინფორმაციის საფუძველზე მომზადდა ეს მასალა.
სახელმწიფო შესყიდვების სამსახურმა 2023 წელს წარმოებული ორი Kia Seltos მანქანის შესაძენად კონსოლიდირებული ტენდერი (CON220000632-00051) გამართა. ამ შესყიდვისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 136,544 ლარი გამოიყო, რაც თითოეული ავტომობილზე 68,272 ლარი მოდის.
ავტომანქანაზე გარანტია უნდა ვრცელდებოდეს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავი, ხიდი, გადაცემათა კოლოფი), 3 წელი ან 150000 კილომეტრი (რომელიც ადრე შესრულდება) სრულ ავტომანქანაზე, გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა და მასალებისა (ანტიფრიზი, ფრეონი, საბურავები, ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები,
გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის ქურო, გადაცემათა კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის დისკი და საყრდენი დისკი);
მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ეროვნულ ვალუტაში და უნდა მოიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ყველა გადასახადს.
ანგარიშსწორების განხორციელებისათვის აუცილებელია მიღება-ჩაბარების აქტი და შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაცია.
შემსყიდველის მიერ ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტობრივი მიწოდების შესაბამისად, არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მერიას აქვს საკუთარი ავტოფარეხები მანქანებისთვის და აქვს საკუთარი ავტოსამრეცხაო. მერის მოადგილის, არმენ ბდოიანის თქმით, ავტოფარეხის შეკეთება და ავტოსამრეცხაოს მშენებლობა გადაუდებელი ამოცანები იყო. 2021 წელს ამ სამუშაოებისთვის მერიის ბიუჯეტიდან 60 000 ლარი გამოიყო. ჯამში 53,221 ლარის ოდენობის შეკვეთა დიანამ მოიგო.
მერიისთვის KIA SELTOS 2023 ავტომობილების 136 544 ლარად შეძენის ხელშეკრულება შეგიძლიათ იხილოთ ამ დოკუმენტში:
KIA SELTOS 2023 შესყიდვის ხ… by Radio NOR