ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში თაგვების რაოდენობა გაიზარდა. მიზეზები და შედეგები

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში თაგვების რაოდენობა გაიზარდა. მიზეზები და შედეგები

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში თაგვების რაოდენობა გაიზარდა. თაგვები საშიში მავნებლები არიან, რომლებიც ჭამენ კულტურებს (ქერი, ხორბალი, შვრია), ანაგვებენ მარცვლეულის მარაგს ფარდულებში და ძალიან საშიში დაავადებების მატარებლები არიან.

მოსახლეობამ განუცხადა რადიო NOR-ს: “თაგვების რაოდენობამ სამჯერ გაიზარდა, ჩვენ ვცდილობთ, რომ მათ ყველა გზით ვებრძოლოთ. წელს სახლებშიც ბევრი თაგვია. ისინი ბევრ პრობლემას უქმნიან კულტურებსა და ქონებას. ამ დღეებში ხაფანგი დავაყენეთ და ერთდროულად სამი თაგვი დავიჭირეთ.”

მოსახლეობა მიიჩნევს, რომ თაგვების გავრცელების ერთ-ერთი მიზეზი შიმშილია.

დამატებითი ინფორმაცია ჩვენს აუდიოჩანაწერში:

Radio NOR · Նինոծմինդայի մունիցիպալիտետում մկները շատացել են. Պատճառներն ու հետեւանքները

ამ საკითხთან დაკავშირებით, ნინოწმინდის სოფლის განვითარების სააგენტოს დავუკავშირდით, რათა გაგვერკვია, იგეგმება თუ არა რაიმე ღონისძიებები თაგვების გავრცელების წინააღმდეგ, საიდანაც გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე სახელმწიფოს მხრიდან არანაირი სამუშაო არ იგეგმება.

აღნიშნულ საკითხებზე ვეტერინარ არტურ მღდესიანსაც ვესაუბრეთ:

მისივე თქმით, თაგვებს დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვთ. მართალია, ზოგან ისინი ზიანს აყენებენ ადამიანებს, მაგრამ სხვაგვარად მღრღნელები ასრულებენ სანიტარულ მოქმედებებს, ანადგურებენ უფრო მავნე მწერებს. მღრღნელების გასაკონტროლებლად უნდა იქნას გამოყენებული შესაბამისი მედიკამენტები. უნდა ითქვას, რომ წელს იმდენი თაგვია, რომ წამლებიც კი არ შველის. თაგვების დიდი რაოდენობის მიზეზი ის არის, რომ ისინი ძალიან სწრაფად მრავლდებიან და ეს ასევე განპირობებულია კლიმატური პირობებით.