საქართველო და ევროკავშირი: ინტეგრაციის პერსპექტივები და პრიორიტეტები

საქართველო და ევროკავშირი: ინტეგრაციის პერსპექტივები და პრიორიტეტები

2022 წლის 23 ივნისს ევროსაბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, საქართველოს მიანიჭოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მას შემდეგ, რაც შეასრლდება კომისიის დასკვნაში განსაზღვრული 12 პრიორიტეტი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადთან დაკავშირებით. ასოცირების ხელშეკრულება ძალაში 2016 წლის ივლისში შევიდა. მისი მიზანია პოლიტიკური გაერთიანება და ეკონომიკური ინტეგრაცია საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ევროკავშირსა და საქართველოს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონაა და 2017 წლის 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის უფლებით სარგებლობენ.

რონდელის ფონდის (პროექტის) ექსპერტ უფროს მკვლევარს, კახა გოგოლაშვილს ვესაუბრეთ, თუ რა ეტაპზეა საქართველო ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე და რას მისცემს ევროკავშირში გაწევრიანებას.

“ევროპული პერსპექტივა” ნიშნავს ევროკავშირის მიერ აღიარებას, რომ საქართველო შეიძლება გახდეს ევროკავშირის წევრი. და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია უკვე დაწყებულია. შემდეგი ნაბიჯი იქნება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვება, ვინაიდან ამის გარეშე საქართველო ვერ გადავა შემდეგ ეტაპზე, რასაც ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება ჰქვია. ამისათვის საქართველომ უნდა შეასრულოს 12 პრიორიტეტი, მათ შორის ქვეყანაში დემოკრატიის საკითხები, სასამართლო ხელისუფლების განვითარება, სასამართლოს დამოუკიდებლობა, მედიის თავისუფლება და ხელისუფლებისა და პარლამენტის მჭიდრო თანამშრომლობა სამოქალაქო საზოგადოებასთან. ამ დროისთვის საქართველომ 12 პრიორიტეტიდან 3 წარმატებით შეასრულა. მიუხედავად იმისა, რომ ნოემბრისთვის საქართველო ყველა პრიორიტეტს ვერ შეასრულებს, მნიშვნელოვანია, რომ ევროპულ ინსტიტუტებთან ნაყოფიერი თანამშრომლობა შენარჩუნდეს და ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდეს.

რას მისცემს ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს?

ევროკავშირში გაწევრიანება უზრუნველყოფს საქართველოს უსაფრთხოებას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. გაიზრდება ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და რეიტინგი, შემოვა ინვესტიციები და საქართველო მიიღებს მხარდაჭერას ევროკავშირისგან. კორუფცია შემცირდება და ევროპული კონტროლი გავრცელდება ყველა იმ სფეროზე, რომელიც ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას.

2014 წლის ივნისში ევროკავშირმა და საქართველომ ხელი მოაწერეს ასოცირების შეთანხმებას, რომელიც ძალაში შევიდა 2016 წლის 1 ივლისს. ეს შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებასთან (DCFTA) ერთად, საფუძველს უყრის საქართველოს ევროკავშირთან შორსმიმავალ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტეგრაციას.

უფრო დეტალურად, ექსპერტთან ინტერვიუში, რონდელის ფონდის (პროექტის) უფროსი მკვლევარი კახა გოგოლაშვილი.

Radio NOR · Грузия и ЕС: Перспективы и Приоритеты Интеграции