პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტი ჩავარდა

პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტი ჩავარდა

საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადასაყენებლად საჭირო 100 ხმა ვერ შეაგროვა. შესაბამისად სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი ვერ შედგა.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის თან ამდებობიდან გადაყენებას პარლამენტის 86-მა წევრმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო –1.

პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვას პოლიტიკური ჯგუფი „თავისუფლება“  არ დაესწრება, დღევენდელ სხდომას ბოიკოტი გამოუცხადა „ნაციონალურმა მოძრაობამაც“.

ცნობისთვის, მმართველი გუნდის მიერ ზურაბიშვილის წინააღმდეგ, იმპიჩმენტის პროცესის დაწყების საფუძველი, პრეზიდენტის მიერ განხორციელებული ის საგარეო ვიზიტები გახდა, რაზეც მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს თანხმობა არ მისცა.

პრეზიდენტის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხი 1-ელ სექტემბერს, პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განმარტა, სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო ვიზიტების სერია საზღვარგარეთის ქვეყნებში.

16 ოქტომბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევა დაუდგინა. ამ ფაქტს სალომე ზურაბიშვილმა სამარცხვინო უწოდა. პრეზიდენტმა მოუწოდა ოპოზიციას, პარლამენტში  იმპიჩმენტის პროცესის დროს „თუ უნდათ, სურათი დადგეს ძლიერი, გარეთ დადგნენ“.

SKNEWS