თოვა, წვიმა და ქარი – სამცხე–ჯავახეთში ამინდი უარესდება

თოვა, წვიმა და ქარი – სამცხე–ჯავახეთში ამინდი უარესდება

18 ოქტომბრის დღის პირველ ნახევარში გამოიდარებს, უმეტესად უნალექო და თბილი ამინდი იქნება, ხოლო მეორე ნახევრიდან რეგიონის მასშტაბით დროგამოშვებით იწვიმებს.

ახალციხეში, ასპინძაში, ბორჯომსა და ადიგენში დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო ღამით +1, +3 გრადუსი იქნება.

უნალექოდ ჩაივლის დღის პირველი ნახევარი მაღალ მთაშიც, ახალქალაქში, ნინოწმინდასა და ბაკურიანში დღისით დღისით +9, +11 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი, ღამით კი 0,–1.

19 ოქტომბერს სამცხე–ჯავახეთის მთიან მუნიციპალიტეტებში წვიმა, ხოლო მაღალ მთაში თოვაა მოსალოდნელი. სინოპტიკოსები ასევე დღის პირველ ნახევარში აღმოსავლეთის, ხოლო მეორე ნახევარში დასავლეთის მიმართულების ქარის გაძლიერება მოსალოდნელი.

ახალციხეში, ასპინძაში, ბორჯომსა და ადიგენში დღისით ჰაერის ტემპერატურა +11, +12 გრადუსამდე დაეცემა, ხოლო ღამით +1, +2 გრადუსი იქნება.

ითოვებს მაღალ მთაში, ახალქალაქში, ნინოწმინდასა და ბაკურიანში დღის განმავლობაში ტემპერატურა +6, +8 გრადუსამდე დაიკლებს. ღამით კი –1, 0 გრადუსი იქნება.

20–დან 22 ოქტომბრის ჩათვლით სამცხე–ჯავახეთში გამოიდარებს, უმეტესად უნალექო და თბილი ა მინდია მოსალოდნელი, ახალციხეში, ასპინძაში, ბორჯომსა და ადიგენში ჰაერი დღის განმავლობაში +19, 23 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +2, +4 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექოდ ჩავლის დღე მაღალ მთაშიც , ახალქალაქში, ნინოწმინდასა და ბაკურიანში დღისით +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი 0, +2 გრადუსი იქნება.

23 ოქტომბრიდან სამცხე–ჯავახეთში კვალა ცვალებადი ამინდი იქნება შენარჩუნებული.

SKNEWS