(ფოტო რადიო NOR-ის არქივიდან)
ქუჩის განათება მნიშვნელოვან როლს ასრულებს უსაფრთხო და მყუდრო ურბანული გარემოს შექმნაში. ეს საშუალებას აძლევს ქალაქის მცხოვრებლებს თავი კომფორტულად და დაცულად იგრძნონ გვიან, ღამის საათებშიც კი.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ივნისში მუნიციპალიტეტმა ღამის დამატებითი განათების მოწყობის სამუშაოები განახორციელა შემდეგ სოფლებში: პ.გონდრიო, საღამო, განძანი, ფოკა, როდიონოვკა (ფარავანი), ყაურმა, უჩმანა, გორელოვკა, ორლოვკა, ჯიგრაშენი, დ. ხანჩალი, პ. ხანჩალი, კატნატუ, სათხა, დ. არაქალი, ჟდანოვი, სამება, ეფრემოვკა, სპასოვკა, თორია, ჰეშტია.
2023 წლის თებერვალში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში მერ ანივარდ მოსოიანის ხელმძღვანელობით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე განიხილეს როგორც ქალაქის, ასევე სოფლების გარე განათების საკითხი. შეხვედრას მერის მოადგილეები ალექსანდრე მიქელაძე და არმენ ბდოიანი, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი არმენ ბდოიანი და საკრებულოს თავმჯდომარე ვაჰან აროიანი ესწრებოდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტში ღამის განათების წერტილების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, არის ქუჩები, რომლებიც კვლავ განათების გარეშე რჩება. სოფლების წარმომადგენლებმა ჩამოთვალეს რომელ სოფელში რამდენი ნათურა უნდა დამონტაჟდეს. არმენ ბდოიანის თქმით, პროექტის თანხა დაახლოებით 800 000 ლარი იქნება.
2023 წლის აპრილში გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი (ტენდერის ნომერი: NAT230007637) 12,000 ლარის ოდენობით, – ქ. ნინოწმინდაში და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში გარე განათების LED სანათების გამოყენების მზის პანელების საშუალებით საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება თანმდევი ექსპერტირებით.
ეს ტენდერი მოიგო ინდივიდუალურმა მეწარმემ რაფაელ რაისიანმა, რომელმაც მომსახურების ყველაზე დაბალ ღირებულებას, – 7,760 ლარის ოდენობის თანხა შესთავაზა.
ჩატარებული საინჟინრო სამუშაოების შესახებ მეტი ინფორმაცია ინდივიდუალური მეწარმე რაფაელ რაისიანისგან, რომელმაც ტენდერი მოიგო:
განხორციელებული სამუშაოების საინჟინრო დაგეგმვის შედეგად, მუნიციპალიტეტის სოფლებში და თავად ქალაქში გარე განათების მოწყობაზე ახალი ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა. 2023 წლის 8 სექტემბერს გამოცხადდა ტენდერი (ტენდერის ნომერი: NAT230018529) 817,936 ლარის ოდენობით, ხოლო განაცხადების მიღების ბოლო ვადა იყო 02.10.2023. ამ დროისთვის ტენდერში მხოლოდ ერთი კომპანია მონაწილეობდა – ” შპს ვიდისი”, რომელმაც ქალაქ ნინოწმინდასა და სოფლებში ღამის განათების მოწყობაზე სამუშაოების განსახორციელებლად 694 000 ლარის ოდენობის თანხა შესთავაზა. რადიო NOR-მა მიიღო ინფორმაცია შირაკ გალოიანისგან, (მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის დეპარტამენტიდან): – ამ დროისთვის მუნიციპალიტეტი განიხილავს დოკუმენტაციას, რის შემდეგაც მიიღება გადაწყვეტილება და გაფორმდება ხელშეკრულება ქალაქისა და მუნიციპალიტეტის სოფლებში დამატებითი ქუჩის განათების დამონტაჟებაზე მუშაობის დაწყების შესახებ.
ქალაქისა და მუნიციპალური სოფლების განათების შესახებ 2023 წლის პროექტის ფარგლებში, დასახლებული პუნქტების ჩამონათვალში შედის ქალაქი ნინოწმინდა და შემდეგი სოფლები:
- ნინოწმინდა;
- განძანი;
- საღამო;
- ჯიგრაშენი;
- დილითი;
- ყულალისი;
- დიდი გონდრიო;
- პატარა გონდრიო;
- დიდი ხანჩალი;
- კატნატუ;
- პატარა ხანჩალი;
- ფოკა;
- ვლადიმიროვკა;
- ჰეშტია;
- ყაურმა;
- თორია;
- უჩმანა;
- გორელოვკა;
- სპასოვკა;
- ორლოვკა;
- მამწვარა;
- ხორენია;
- სათხა;
- ოროჯალარი;
- დიდი არაქალი;
- პატარა არაქალი;
- ტამბოვკა;
- როდიონოვკა(ფარავანი)
რადიო NOR-მა შეისწავლა ამ პროექტის განხორციელების ფინანსური დოკუმენტაცია, მაგრამ ჯერჯერობით თითოეული დასახლებული პუნქტისათვის კონკრეტული თანხები მითითებული არ არის.
ელექტრონული ტენდერის (NAT230018529) მიხედვით, შესყიდვების სავარაუდო ღირებულებამ 817,936 ლარი შეადგინა, დღგ-ს ჩათვლით. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 5% და სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანადაფინანსების 95%, გამოიყო 533,320 ლარის ოდენობის თანხა.
სავარაუდოდ, 2024 წლის ბიუჯეტიდან 284,616 ლარი გამოიყოფა.
პროექტის დაფინანსების წყარო: ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულის ბიუჯეტი – 38.1%, – სახელმწიფო ბიუჯეტი – 61.9%.