გოგონა, რომელიც სომხურ ნაწარმოებს ქართულად თარგმნის – ტირუნ ბიჩახჩიანი

გოგონა, რომელიც სომხურ ნაწარმოებს ქართულად თარგმნის – ტირუნ ბიჩახჩიანი

დღესდღეობით ჯავახეთიდან სტუდენტების უმეტესი ნაწილი თბილისში ან ერევანში სწავლობს, ზოგი კი სხვა ქალაქებს და ნაკლებად პოპულარულ უნივერსიტეტებს ირჩევს. ტირუნ ბიჩახჩიანი ერთ-ერთი სტუდენტია, რომელიც არც თბილისში სწავლობს და არც ერევანში – მან უმარლესი განათლების მისაღებად აკაკი წერეთელის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აირჩია.

ტირუნ ბიჩახჩიანი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა გონდრიოდან არის. პირველადი განათლება პატარა გონდრიოს საჯარო სკოლაში მიიღო, შემდგომ კი ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარა. ტირუნი სწავლობს ჰუმანიტარული მეცნერებების ფაკულტეტზე, ინგლისური
ენის მიმართულებით. ტირუნი მეორე კურსზეა და მეორე პროფესიად ტურიზმი აქვს არჩეული.

“ტურიზმი ავირჩიე იმაზე დაყრდნობით, რომ სამცხე-ჯავახეთი სავსეა ტურისტული ადგილებით, რომლებიც ჯერ ბოლომდე არ არის ცნობილი და საჭიროა მათი განვითარება. ინგლისური ენის და ტურიზმის მიმართ ძალიან დიდი სიყვარული მაქვს, თან, ინგლისური ენის ცოდნით შეგვიძლია მოვიზიდოთ ტურისტები და მარტივად შევძლოთ მათთან კომინიკაცია.”

სწავლასთან პარალელურად ტირუნი მუშაობს საგანმანათლებლო ორგანიზაციაში მენეჯერის პოზიციაზე. მუშაობასთან ერთად, ტირუნი თარჯიმანობით არის დაკავებული. ის სომხურენოვანი სკოლებისთვის საჭირო ტესტებს და მასალებს სომხურიდან ქართულად თარგმნის. თუმცა, მისი თარჯიმანობა მხოლოს ტესტებით არ შემოფარგლულა: ტირუნი დიდი სიყვარულით თარგმნის სომხურ ნაწარბოებს, ნოველებს, ზღაპრებს, მოთხრობებს მისი ქართულენოვანი მეგობრების და ნაცნობებისთვის. მისი ნათარგმნები ძალიან მცირე დროში შეიყვარეს და სიამოვნებით კითხულობენ.

ვრცლად ჩვენ საუბარში ტირუნთან:

Radio NOR · გოგონა, რომელიც სომხურ ნაწარმოებს ქართულად თარგმნის – ტირუნ ბიჩახჩიანი

 

თარჯიმანობა ტირუნმა დაიწყო ჯერ მაშინ, როდესაც მოსამზადებელ კურსზე სწავლობდა. მან შემოთავაზება მიიღო ლექტორებისგან, სცადა თარგმნა და როდესაც დადებითი შედეგი მიიღო, მიხვდა, რომ უნდა გააგრძელოს ეს საქმიანობა და დღემდეც თარგმნის სხვადასხვა სომხურ ნაწარმოებს ქართულ ენაზე.

ტირუნი ამბობს, რომ მისთვის თარგმნა ძალიან სასიამოვნო პროცესია, თუმცა სირთულეებიც გააჩნია:

“მაგალითად, როდესაც ვთარგმნი იუმორს, ეს იუმორი ჯერ უნდა გავიგო, შევიგრძნო და შემდეგ უნდა გადავცე ისე, რომ მკითხველმა სწორად გაიგოს იუმორში ჩადებული აზრი. ასევე სირთულეს ვხედავ მაშინ, როდესაც სამსახურისთვის ვთარგმნი კითხვებს, – ჯერ უნდა გავიგო შეკითხვა, და შემდგომ უნდა ისე გადავთარგმნო, რომ შინაარსი არ დაიკარგოს, ხოლო მკითხველმა პირველივე წაკითხვისას გაიგოს შეკითხვის შინაარსი.”

როგორც უკვე აღნვიშნეთ, ტირუნი მუშაობს შემეცნებით საგანმანათლებლო ორგანიაზაციაში – “ტვინების ბრძოლა” და სომხურენოვანი სკოლებისთვის თარგმნის ტესტებს და საჭირო მასალებს მისი ორგანიზაციის პროექტების ჩასატარებლად. ტირუნი საკუთარი შრომით ხელს უწყობს ისეთი მნიშვნელოვანი საქმიანობის განვითარებას, როგორიცაა მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების მეთოდების და ინტელექტუალური განტვირთვის პოპულარიზაცია.