გადაწყდება თუ არა სოფლებში პროექტების განხორციელების შემდეგ სასმელი წყლის პრობლემა

გადაწყდება თუ არა სოფლებში პროექტების განხორციელების შემდეგ სასმელი წყლის პრობლემა

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში, წელს, როგორც მუნიციპალური ბიუჯეტის, ასევე  “დახმარება სოფელს” პროგრამის ფარგლებში, მიმდინარეობს მუშაობა წყალმომარაგების სისტემის მოსაწყობად და აუზების შესაკეთებლად.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ჯერ კიდევ არსებობს სოფლები, სადაც სასმელი წყლის პრობლემა აქტუალურია. რამდენიმე წელია, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხაში 70-მდე სახლი სასმელი წყლის დეფიციტის პრობლემის წინაშე დგას.

როგორც მოსახლეობა აღნიშნავს, როდესაც წყალი არ არის, ისინი წყალს ხელით ან მანქანებით ზიდავენ. სასმელი წყლის ნაკლებობა იწვევს სხვადასხვა საყოფაცხოვრებო პრობლემებს.

მოსახლეობის თქმით, წყალი არ არის იმ სახლებში, რომლებიც მაღლა მდებარეობს. ეს პრობლემა უკვე რამდენიმე წელი აქტუალურია. ყოველ წელს ჰპირდებიან, თუმცა გაურკვეველია, როდის მოგვარდება პრობლემა. მოსახლების ინფორმაციით, სოფელ საღამოდან უნდა გაიყვანის ახალი ხაზი, თუმცა სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა.

სათხაში მცხოვრები რაზმიკ ელბაკიანი ამბობს, რომ რამდენიმე წლის წინ ააშენეს სასმელი წყლის აუზი, ჩატაარეს გარკვეული სახის სამუშაოები, თუმცა სოფელში წყლის პრობლემა ამით არ მოვარდა. განსაკუთერბით ზაფხულში, მოსახლეობის ნაწილს თვეებით არ აქვს წყალი. ახლა დაგვპირდნენ, რომ სოფელ საღამოდან ახალ ხაზს გაიყვანენ. იმედს ვიტოვებთ, რომ ახლო მომავალში სასმელი წყლის პრობლემა მოგვარდება. უკვე დიდი ხანია დაპირებებს ველოდებით და ჯერ არ ვიცით, როგორ და როდის მოგვარდება წყლის პრობლემა.

სოფელ სათხაში ყველაზე აქტუალური პრობლემა სასმელი წყალი და სოფლის შიდა გზებია. სოფელში გზა ძალიან ცუდია, განსაკუთებით წვიმების დროს, როდესაც გზაზე გავლა შეუძლებელია.

2023 წელს სოფელ დიდ არაქალში, სათხაში, ყაურმაში და ჯიგრაშენში რეგიონალური ფონდიდან გათვალისწინებულია თანხა ახალი საწყალმომარეგო ხაზის გასაყვანად.

სოფელ დიდ არაქალში, სათხაში, ოროჯალარში, ყაურმაში და ჯიგრაშენში სამუშაოების ჩასატარებლად გათვალისწინებულია 1 825 091 ლარი, საიდანაც 600 241 ლარი გამოიყოფა 2024 წლის ბიუჯეტიდან.

1 817 791 ლარით ტენდერი კომპანია რუსთავიდან, “ემ-სი გრუპმა” მოიგო. სატენდერო დოკუმენტაციის ფარგლებში გათვალისწინებულია ორი პროექტი: საწყალმომარაგეო ხაზი საღამოდან სოფელ დიდი არაქალისთვის და სათხისთვის. მეორე – საწყალმომარაგეო ხაზი სოფელ იოროჯალარიდან სოფელ ყაურმასა და ჯიგრაშენისთვის.

სოფელი სათხა.

სამშენებლო კომოანიის წარმომადგენლის, ალიკა ქუხილავას თქმით, სამუშაოები უკვე დაწყებულია და გაყვანილი იქინება ხაზი საღამოდან დიდი არაქალის და სათხის მიმართულებით. ასევე დამონტაჟდება სატუმბი სისტემა და მოიწყობა წყლის ფილტრაციის სისტემა. რაც შეეხება ყაურმასა და ჯიგრაშენს, იქაც გათვალისწინებულია რიგი სამუშაოები: გაყვანილი იქნება პლასტმასის მილების ხაზი. სამუშაოების ნაწილი წელს ჩატარდება, დანარჩენი – 2024 წელს.

Radio NOR · Решится ли проблема питьевой воды после реализации проектов в селах