სპასოვკაში დასრულდა პირუტყვის სასმელი წყლის სისტემის მოწყობა “დახმარება სოფელს” პროგრამის ფარგლებში

სპასოვკაში დასრულდა პირუტყვის სასმელი წყლის სისტემის მოწყობა “დახმარება სოფელს” პროგრამის ფარგლებში

2023 წლის 7 ივლისს “დახმარება სოფელს” პროგრამის ფარგლებში გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე (ტენდერის ნომერი: NAT230014074). ტენდერის ფარგლებში, სოფელ სპასოვკაში პირუტყვის სასმელი წყლის სისტემის მოწყობაზე სამუშაოების მესამე ეტაპი უნდა ჩატარებულიყო. ტენდერში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღების ბოლო დღე იყო 07/19/2023.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სპასოვკაში, “დახმარება სოფელს” პროექტის ფარგლებში, ცხოველების სასმელი წყლით უზრუნველყოფის სისტემის მოწყობის მესამე ეტაპი უნდა დაწყებულიყო.

გორელოვკის სოფლის თემის წარმომადგენელ მერაბ მიქელაძეს თქმით,  ჩატარდა სატენდერო პროცედურა, თუმცა, აუქციონში მონაწილეთა არყოფნის გამო, სამუშაოები პირდაპირი ხელშეკრულების საფუძველზე შესრულდება.

2023 წლის 23 ოქტომბერს რადიოNOR-მა სპასოვკის სოფლის რწმუნებულს, მნაცაკან ბაბაჯანიანს მიმართა იმის გასარკვევად, თუ რა ეტაპზეა პირუტყვის სასმელი წყლის სისტემის მოწყობაზე მუშაობა.

როგორც მნაცაკან ბაბაჯანიანმა გვიპასუხა, სოფელ სპასოვკაში სამუშაოები უკვე დასრულებულია. სამუშაოები, როგორც წარუმატებელი ტენდერის შემდეგ იყო დაგეგმილი, ინდივიდუალურმა მეწარმე ავთანდილმა (გვარი არ არის მითითებული ინფორმაციის არარსებობის გამო) განახორციელა და ბიუჯეტიდან 12 000 ლარი დაიხარჯა.

უფრო დეტალურად, ჩვენს ინტერვიუში  მნაცაკან ბაბაჯანიანთან:

Radio NOR · Система питьевой воды для скота в Спасовке