23 ოქტომბერს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ თორიაში სოფლის დღე აღინიშნა.
ღონისიებაში იღებდა მონაწილეობას თორიის მოსახლეობა, საზღვარგარეთიდან ჩამოსულები, ნინოწმინდის და ახალქალაქის დეპუტატები, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, სტუმრები და ა.შ.
მერიაში სოფელ თორიის სპეციალისტმა, არტიომ პეტროსიანმა რადიო NOR-თან ინტერვიუში განაცხადა: “გზის მოასფალტების გახსნის ცერემონია სოფლის დღესთან გავაერთიანეთ. ამ მშვენიერი დღესასწაულის ორგანიზატორები არიან რუსეთში მცხოვრები ჩვენი ქველმოქმედები. აღდგენილი ეკლესიის გახსნა დღეს მოხდა. დიდი სამამულო ომის მსხვერპლთა ხსოვნას ყვავილები დავაწყვეთ. ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა შეასრულეს ლექსები, ცეკვები და ა.შ. მინდა ყველას კარგი განწყობა და სასიამოვნო დროის გატარება ვუსურვო.”
მოსახლეობის სახელით, სოფელ თორიას სკოლის დირექტორმა, სერგეი პეტროსიანმა მთავრობის წარმომადგენლებს სოფლის პრობლემების შესახებ აცნობა: საბავშვო ბაღისა და სათამაშო მოედნის მშენებლობა, დაუმთავრებელი სპორტული დარბაზის დასრულების სამუშაოები და ასფალტის გაგრძელება ცენტრალური გზის ბოლომდე.
დამატებითი ინფორმაცია ჩვენს აუდიოჩანაწერში: