“დახმარება სოფელს” პროექტის რეალიზაცია უჩმანაში და თორიაში

“დახმარება სოფელს” პროექტის რეალიზაცია უჩმანაში და თორიაში

მთავარ ფოტოზე უჩმანას სპორტული დარბაზია. 

წელს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ თორიაში და უჩმანაში “დახმარება სოფელს” პროექტის ფარგლებში სპორტული დარბაზის მშენებლობის სამუშაოები უნდა გაგრძელებულიყო.

წელს, თორიაში სამშენებლო სამუშაოების გასაგრძელებლად გამოყოფილია 16 000 ლარი. სამუშაოებს ინდმეწარმე მერუჟან მალხასიანის კომპანია ახორციელებს. კონტრაქტი ხელმოწერილია 26 სექტემბერს და ვარგისია 31 დეკემბრამდე.

მერუჟან მალხასიანმა რადიო NOR-თან ინტერვიუში განაცხადა: “გასახდელის ფუნდამენტის სამუშაოები ჩატარებულია, ამჟამადაც მუშაობა მიმდინარეობს. პროექტის სარეალიზაციოდ დაგეგმილია 20 დღე, 6 ნოემბრამდე სამუშაოებს დავასრულებთ.”

ვრცლად ჩვენს აუდიოჩანაწერში:

Radio NOR · «Օգնություն գյուղին» ծրագրով աշխատանքների ընթացքը Ուչմանա և Թորիա գյուղերում

წელს სოფელ უჩმანაში სპორტული დარბაზის სამშენებლო სამუშაოებისათვის გამოყოფილია 12 000 ლარი. როგორც განუცხადეს რადიო NOR-ს ნინოწმინდის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში, უჩმანაში “დახმარება სოფელს” პროექტის ფარგლებში სამუშაოები დასრულებულია. სამუშაოებს იდნმეწარმე არტურ მალხასიანი ახორციელებდა. კონტრაქტი 9 სექტემბერს იყო ხელმოწერილი და ვარგისია 31 დეკემბრამდე.

შეგახსენებთ, რომ 2020 წელს “დახმარება სოფელს” პროექტის ფარგლებში თორიაში სპორტული დარბაზის ფუნდამენტი დაიგო, ხოლო 2022 წელს მშენებლობა გაგრძელდა და 16 000 ლარი გამოიყო. უჩმანაში სპორტული დარბაზის ფუნდამენტი 2021 წელს დაიგო, ხოლო 2022 წელს მშენებლობის მე-2 ეტაპი გაგრძელდა და გამოიყო 12 000 ლარი.

სპორტდარბაზი თორიაში