სოფლის მეურნეობის მომსახურება ძვირდება, პროდუქციის ფასი – იკლებს

სოფლის მეურნეობის მომსახურება ძვირდება, პროდუქციის ფასი – იკლებს

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობა მოსახლეობის შემოსავლის ერთ-ერთი ძირითადი წყაროა.

ადგილობრივ მოსახლეობას შორის სოფლის მეურნეოსადმი ინტერესის გარზრდა არ იმჩნევა. ხდება საპირისპიროდაც, როდესაც ფერმერები უჩივიან ვითარებას და სოფლის მეურნეობის საქმის მიტოვება უნდათ. მიზეზი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის დაბალი ფასი და მომსახურების სიძვირეშია.

მოსახლების თქმით, ამ სიტუაციაში დიდ როლს დიზელი ფასი თამაშობს. საწვავის ფასების ზრდასთან ერთად, ძვირდება რიგი მომსახურების ფასიც, – მიწის დამუშავება ნათელი მაგალითია. ტექნიკის ძვირი ნაწილებიც კი ახდენენ გავლენას ფასებზე.

ნინოწმინდის მოსახლეობა აღნიშნავს, რომ არ ღირს ძალებისა და ფინანსების ჩადება საქმეში, რომელიც არაა შემოსავლიანი. მიწის დამუშავების ფასები ძალიან ძვირია და ყოველწლიურად მატულობს. თუ დიზელის ფასი იზრდება, მომსახურების ფასიც მომენტალურად მატულობს, თუმცა, როდესაც დიზელის ფასი იკლებს, მომსახურების ფასი არ იკლებს – იგივე რჩება.

როგორც აღნიშნავს მოსახლეობა, თუ შარშან მიწის დამუშავება 2,50 – 3 ლარი ღირდა, წელს 3,50-დან 4-მდეა. ეს იმის მანიშნებელია, რომ არანაირი კონტროლი არ არსებობს და ყველა ადევს იმ ფასს, რომელიც თვითონ სურს. 1 ლიტრი რძე ამჟამად 1 – 1,20 ღირს, კარტოფილი – 0,50 – 0,60, ქერი და ხორბალი კი 60 თეთრი ღირს.

როგორც ამტკიცებს მოსახლეობა, უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, დაიწევს საწვავის ფასი თუ არა, მომსახურების ფასი მაინც იგივე რჩება, როდესაც პროდუქციის ფასი იკლებს.

Radio NOR · Сельскохозяйственные услуги дорожают, а цены на продукцию снижаются