არის თუ არა ნინოწმინდაში კორონავირუსი და აცრის საშუალება?

არის თუ არა ნინოწმინდაში კორონავირუსი და აცრის საშუალება?

კორონავირუსის პანდემია 2019 წლის ბოლოს დაიწყო და სწრაფად მოიცვა მთელი მსოფლიო და ნინოწმინდა გამონაკლისი არ იყო.

საქართველოს მთავრობამ COVID-19-ის სტატისტიკის გამოქვეყნება 2022 წლის 1 ოქტომბრიდან შეწყვიტა, თუმცა ჯანდაცვის სამინისტრომ პორტალზე ციფრების განახლება განაგრძო StopCov.ge-ზე.

2023 წლის 31 მაისის მონაცემებით, საქართველოში გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა იყო 1,842,977, გარდაცვალება – 17,070.

2022 წლის 15 მარტიდან ნინოწმინდის საავადმყოფოში კოვიდ ცენტრი დაიხურა. საავადმყოფომ ჰიბრიდული ფორმით დაიწყო ფუნქციონირება. თუ ინფიცირებული ადამიანი მოულოდნელად ჩამოვა, მას სამედიცინო დახმარება გაეწევა და ცალკე პალატაში გაივლის მკურნალობას.

დღეისათვის ნინოწმინდაში კორონავირუსის შემთხვევები მინიმუმამდეა დაყვანილი. ნინოწმინდის კლინიკის მენეჯერის, წოვინარ მენველიანის განცხადებით, ამ დროისთვის საავადმყოფოში მხოლოდ ერთი ადამიანია მოთავსებული, ზოგიერთი სხვა შემთხვევა კი იმდენად უმნიშვნელოა, რომ სტაციონარულ მკურნალობას არ ექვემდებარება და პაციენტები სახლში, ექიმების რეკომენდაციების გათვალისწინებით მკურნალობენ.

დამატებითი ინფორმაცია ჩვენს აუდიოინტერვიუში ნინოწმინდის კლინიკის მენეჯერ, წოვინარ მანველიანთან:

Radio NOR · Есть ли Коронавирус в Ниноцминда?