გასული ათწლეულის განმავლობაში ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ საქართველო გამხდარიყო მსოფლიოში საუკეთესო ადგილი ბიზნესის კეთების თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო ბევრ ღირებულ შეთავაზებას სთავაზობს ინვესტორებს.
„საქართველოს ევროკავშირთან გაფორმებული აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ასევე არის FDA, დსთ-ს ქვეყნებთანაც არსებობს შეთანხმება, ჩინეთთან, თურქეთთან, არაბეთის ქვეყნებთან, გაერთიანებულ საამიროებთან და ჩვენ ვვითარდებით როგორც რეგიონული ჰაბი, ეს შეთანხმებები უკვე ინვესტორებს აძლევს წვდომას უზარმაზარ ბაზრებზე და ჩვენი მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა კიდევ უფრო უბიძგებს ინვესტორებს, რომ უფრო მეტად ისარგებლონ იმ ფაქტით, რომ ჩვენ წვდომა გვაქვს 2.3 მილიარდიან სამომხმარებლო ბაზარზე. ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ისრაელთან და სამხრეთ კორეასთან.
გასული ათწლეულის განმავლობაში ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ საქართველო გამხდარიყო მსოფლიოში საუკეთესო ადგილი ბიზნესის კეთების თვალსაზრისით.
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია საგადასახადო განაკვეთი, მსოფლიო ბანკის მონაცემებით საქართველო მესამე ადგილზეა ყველაზე ნაკლები საგადასახადო ტვირთის მქონე ქვეყნებს შორის სადაც საერთო განაკვეთი 9.9 პროცენტია, მსოფლიო ბანკის უახლესი ბიზნეს კეთების სიმარტივის ანგარიშით, საქართველო მეშვიდე ქვეყანა არის გლობალურ დონეზე ბიზნესის კეთების მხრივ, საქართველო ასევე ბევრ ღირებულ შეთავაზებას სთავაზობს ინვესტორებს. ასევე მოგების მოდელი არის განთავისუფლებული მაგალითად კორპორაციული გადასახადისგან კომპანიები და ასევე კიდევ 4 თავისუფალი ინდუსტრიული ზონა არსებობს, სადაც შეიძლება პროდუქციის წარმოება, ისე რომ ის განთავისუფლებული იყოს გადასახადებისგან.
ეს ყველაფერი კი ხელს უწყობს საქართველოს, რომ მიმზიდველი ადგილი გახდეს ბიზნესის კეთებისთვის. დღეს საქართველო ემსახურება 8 ქვეყანას, რომელსაც არ აქვს ზღვაზე გასასვლელი, როგორც კარიბჭე ევროპასა და აზიას შორის, ევროპული ბიზნესისთვის საქართველო სთავაზობს შესასვლელ გზას არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიაში, არამედ სთავაზობს გასასვლელს ცენტრალურ აზიასა და ჩინეთში. ასევე შესაძლებელი არის კავშირი ვაჭრობისა და ენერგეტიკის მიმართულებით.
ჩვენ ვთავაზობთ კონკურენტულ გარემოს საერთაშორისო კომპანიებს, რაც მათ საოპერაციო ხარჯებს შეამცირებს. ცოტა ხნის წინ ჩინეთმა და საქართველომ გააძლიერეს კავშირები სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე, რაც აძლიერებს ჩვენს როლს, როგორც დამაკავშირებელ ქვეყანას კონტინენტებს შორის და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და სტაბილურობისთვის და ასევე უფრო მეტად აძლიერებს მის როლს, როგორც დამაკავშირებელი ქვეყნის როლს, აზიასა და ევროპაში. ამავდროულად სტრატეგიული მდებარეობა გადამწყვეტია აზიური ბიზნესისა და ინვესტორებისთვის, საქართველო გთავაზობთ წვდომას ევროპულ ბაზარზე და ასევე უზრუნველყოფს პლატფორმას იმისათვის რომ უფრო გაფართოვდეს მომხმარებელთა ბაზა ჩვენს სამეზობლოში“, – განაცხადა პრემიერმა.