ახალციხე–ასპინძის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად ერთი დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს

ახალციხე–ასპინძის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად ერთი დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს

27 ოქტომბერს ახალციხე–ასპინძის გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, მათგან ერთი კლინიკაში გადაიყვანეს, მეორემ კი სამედიცინო დაწესებულების მომსახურებაზე უარი განაცხადა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276–ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებაt გამოიწვია.

აღნიშნული ქმედება ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ