პატარა ხანჩალის მცხოვრებლები უჩივიან ახლად აშენებულ, მაგრამ არა ფუნქციონირებად საბავშვო ბაღს

პატარა ხანჩალის მცხოვრებლები უჩივიან ახლად აშენებულ, მაგრამ არა ფუნქციონირებად საბავშვო ბაღს

2021 წელს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ხანჩალიში საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო.

სოფელ პატარა ხანჩალის მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ საბავშვო ბაღის მშენებლობის შემდეგ ის ჯერ კიდევ არ ფუნქციონირებს.

“საბავშვო ბაღი შარშან უნდა ამუშავებულიყო, მაგრამ არ გაიხსნა. ახლა მათ პირობა დადეს, რომ წელს გაიხსნება, მაგრამ სიტუაცია მაინც იგივეა. თუ საბავშვო ბაღი გაიხსნება, ჩვენს შვილებს არ მოუწევთ მეზობელი სოფლის ან ქალაქის საბავშვო ბაღებში სიარული”, – აცხადებს მოსახლეობა.

ამის შესახებ რადიო NOR-ი ნინოწმინდის გაერთიანებული საბავშვო ბაღების დირექტორს ამალია მგდესიანს უსაუბრია.

მისი თქმით: “დაახლოებით 10 დღეში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლე რადიონოვკაში, ყულალისსა და პატარა ხანჩალიში საბავშვო ბაღები ფუნქციონირებას დაიწყებენ. ამ დროისთვის შესაბამისი ქონების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა, რის შემდეგაც საბავშვო ბაღები მუშაობას დაიწყებენ. რაც შეეხება თანამშრომლებს, ისინი უკვე შერჩეულია, ყველა მათგანი უმაღლესი განათლების მქონე პირია. უნდა ითქვას, რომ შეძენილია სხვადასხვა თამაშებიც, რომლებიც ნინოწმინდის ყველა საბავშვო ბაღში დარიგდება.”

ვრცლად ჩვენს აუდიოჩანაწერში:

Radio NOR · Փոքր Խանչալիի բնակիչները դժգոհում են նորակառույց բայց չգործող մանկապարտեզից

აღსანიშნავია, რომ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში 14 საბავშვო ბაღია, მათ რიცხვს კიდევ 3 საბავშვო ბაღი დაემატება.

შეგახსენებთ, რომ პატარა ხანჩალში საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 79.5 ათასი ლარი გამოიყო.