არის თუ არა გავრცელებული ინფექცია შინაურ ცხოველებში? – სეს-ი განმარტავს

არის თუ არა გავრცელებული ინფექცია შინაურ ცხოველებში? – სეს-ი განმარტავს

ყოველწლიურად, “ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვა”სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტო ეტაპობრივად ატარებს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის და წვრილფეხა პირუტყვის აცრას ჯილეხის, ბრუცელოზის, ცოფისა და ჭირის წინააღმდეგ.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის აგვისტოში  ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი იყო დაავადებული. თუმცა დაავადების კონკრეტულად რომელი სახეობა იყო გავრცელებული მუნიციპალიტეტში, მაგ დროისთვის უცნობი იყო. რადიო NOR-ს სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, რომ შესაძლოა ეს არ იყოს დაავადება “თურქული”.

იმის გასარკვევად, თუ რა მდგომარეობაა დღეისთვის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში პირუტყვის დაავადებებსა და ვაქცინაციასთან დაკავშირებით, ჩვენ მივმართეთ ზვიად აბუსერიძეს, – სამცხე-ჯავახეთის რეგიონური სამმართველოს უფროსს.

აბუსერიძეს თქმით, ამ ეტაპზე ნინოწმინდის მუნიციპატეტში ცხოველებში არანაირი ინფექციური დაავადება არ არის გავრცელებული. რაც შეეხება “თურქულს”, იგი ლაბორატორიულად არ იყო დადასტურებული, თუმცა მიმდინარეობს გეგმიური ვაქცინაცია ამ და სხვა დაავადებების საწინააღმდეგოდაც.

აღსანიშნავია, რომ ვაქციანცია ტარდება როგორც სოფლებში, ასევე ქალაქშიც.

ვრცლად ჩვენს აუდიოჩანაწერში ბატონ ზვიად აბუსარიძესთან:

Radio NOR · პირუტყვის გეგმიური ვაქცინაცია ნინოწმინდაში