2022 წლის 23 ივნისს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოს ევროპული პერსპექტივის მხარდაჭერის შესახებ და გამოთქვა მზადყოფნა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს მხოლოდ რიგი რეფორმების შემდეგ.
რადიო NOR-მა მოსახლეობაში გამოკითხვა ჩაატარა, სადაც ქალაქ ნინოწმინდაში 15-მდე რესპონდენტი გამოკითხა, რათა მოსახლეობის აზრი გაერკვია, – საქართველოს დაახლოება ევროკავშირთან ურჩევნიათ თუ რუსეთთან?
გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ევროკავშირში დასაქმებისა და განათლების მეტი შესაძლებლობა არსებობს. თუმცა, ზოგიერთი მათგანი იმასაც აღნიშნავს, რომ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტსა და მთლიანად ჯავახეთის რეგიონში მცხოვრები ადამიანები მაინც ჩადიან რუსეთში სეზონური სამუშაოებისთვის, ამიტომ ეკონომიკურად დამოკიდებულები ვართ ამ ქვეყანაზე. მოსახლეობის კიდევ ერთი ნაწილი კი კითხვის დასმის შედეგ პასუხს არ სცემდა.
წარმოვადგენთ მოსახლეობის აზრს ჩვენს გამოკითხვაში: