მიმდინარეობს ქალაქ ნინოწმინდის სარიტუალო სახლის სახურავის და საძირკველის, სოფელ ჟდანოვაკანის საბავშვო ბაღის სახურავის და სოფელ პ.ხორენიას სპორტული დარბაზის სახურავის სარემონტო სამუშაოები.
აღნიშნული სამუშაოების განსახორციელებლად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 20 000 ლარი გამოიყო. ტენდერი ინდივიდუალურმა მეწარმემ სირაკან ზაქარიანმა 16,990 ლარის ოდენობით მოიგო.
სირაკან ზაქარიანის თქმით, სამუშაოები თითქმის 95% – ით დასრულდა და დასრულების ვადამდე ჯერ კიდევ არის დრო. ქალაქ ნინოწმინდის სარიტუალო სახლზე მხოლოდ რამდენიმე უმნიშვნელო სამუშაოა დარჩენილი.
სოფელ ხორენეში სპორტული დარბაზის სახურავი შეიცვალა და ღარები დამონტაჟდა. სოფელ ჟდანოვაკანში საბავშვო ბაღის შენობის პერიმეტრის გარშემო დამონტაჟდა ღარები, შეიცვალა ნინოწმინდის სარიტუალო სახლის შენობის სახურავი, დამონტაჟდა ღარები და შენობის გარშემო ბეტონი დაიგო.