ოროჯალარის ანსამბლი “არევნერ” მცხეთაში ცეკვის ფესტივალზე გამოვიდა

ოროჯალარის ანსამბლი “არევნერ” მცხეთაში ცეკვის ფესტივალზე გამოვიდა

27 ოქტომბერს მცხეთაში გაიმართა ცეკვის საერთაშორისო ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოროჯალარის ანსამბლმა “არევნერ (მზეები)” ქორეოგრაფ ასტღიკ ჰარუთიუნიანის ხელმძღვანელობით.

ამის შესახებ განზას კულტურის სახლის მხატვრული ნაწილის ხელმძღვანელმა, ქორეოგრაფმა ასტღიკ ჰარუთიუნიანმა რადიო NOR-თან ინტერვიუში განაცხადა:
“ნინოწმინდის კულტურის ცენტრის სახელით მცხეთის საერთაშორისო ცეკვის ფესტივალზე გამოვედით. ჩვენმა ანსამბლმა სოფელ ოროჯალარიდან, დამსწრე საზოგადოებას ხალხური, ეთნოგრაფიული და თანამედროვე ცეკვები წარუდგინა. ბავშვებმა მაყურებლისგან აპლოდისმენტები მიიღეს, გადაეცათ დიპლომები და თასი. უახლოეს მომავალში გვეწვევიან თბილისში, სომხეთში და ა.შ. ასევე გვაქვს ნინოწმინდის კულტურის ცენტრში დაგეგმილი საანგარიშო კონცერტი.”

“როგორც ბავშვების მშობლები, ასევე ნინოწმინდის კულტურის ცენტრი გვაწვდის ფინანსურ მხარდაჭერას ფესტივალებში მონაწილეობასთან დაკავშირებით”, – განაცხადა ჰარუთიუნიანმა.

დამატებითი ინფორმაციისთვის ჩვენს აუდიოჩანაწერში:

 

Radio NOR · Օրոջալարի «Արևներ» համույթը Մցխեթայում կայացած պարի փառատոնին