01.02.2023-ის ინფორმაციით, სოფელ კაურმაში, “დახმარება სოფელს” პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი თანხა 12 000 ლარს შეადგენს. მოსახლეობამ რამდენიმე საკითხი განიხილა: ხეობისკენ მიმავალი გზის მშენებლობა, სათამაშო მოედნის მშენებლობა, სანიაღვრე სისტემა და ა.შ. მოსახლეობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით, წელს სოფელ ყაურმაში სათამაშო მოედანი აშენდება.
დღეისთვის, სამუშაოები დაწყებულია და მოედნის ტერიტორია უკვე შემოღობილია. “დახმარება სოფელს” პროგრამის ფარგლებში ამ მოედნისთვის გამოიყოფა 12 000 ლარი, ხოლო მუნიციპალური ბიუჯეტიდან ცალკე გამოიყოფა 25 000 ლარი და ჩატარდა ელექტრონული ტენდერი (ტენდერის კოდი: NAT230017994). ტენდერი მოიგო “ინდივიდუალური მეწარმე მარუსია თოროსიან” 20 531 ლარის შემოთავაზებით. ტენდერის მიხედვით შემოიღობა ტერიტორია, ხოლო სოფლის თემის რწმუნებულის, ეგორ ქოთოიანის თქმით, “დახმარება სოფელს” პროგრამით გამოყოფილი 12 000 ლარით მოედნისთვის შეძენილია ატრაქციონები.
ვრცლად ჩვენს აუდიოჩანაწერში:
ამ ეტაპზე, შემოღობილი ტერიტორია ცარიელია და უახლოეს დრეებში იგეგმება ატრაქციონების დაყენება:
შეგახსენებთ, რომ შემოღობის სამუშაოებისთვის 25 000 ლარი სრულად გამოყოფილია მუნიციპალური ბიუჯეტიდან და სამუშაოს შესრულების ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 კვირა, ხოლო ხელშეკრულება დადებულია 2023 წლის 22 სექტემბერს.