კარტოფილის გასაყიდი ფასი ფერმერებს არ მოსწონთ

კარტოფილის გასაყიდი ფასი ფერმერებს არ მოსწონთ

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში კარტოფილის მოსავალი დასრულდა და ფერმერები ძირითადად მოსავლით კმაყოფილები არიან, მაგრამ ფასით – არა

ადგილობრივ მოსახლეობას შორის სოფლის მეურნეოსადმი ინტერესის გარზრდა არ იმჩნევა. ხდება საპირისპიროდაც, როდესაც ფერმერები უჩივიან ვითარებას და სოფლის მეურნეობის საქმის მიტოვება უნდათ. ამის მიზეზი სოფლის მეურნეობის პროდუქციის, კერძოდ კარტოფილის დაბალი ფასია.

ფერმერი ნინოწმინდიდან, ხაჩიკ ალვანჯიანი, რომელიც კარტოფილის მოყვანითაა დაკავებული, კმაყოფილია მოსავლით, მაგრამ ფასით კმაყოფილი არ არის. მყიდველებმა შესთავაზეს 60-65 თეთრი, მაგრამ ეს ფასი ხარჯებსაც კი არ ფარავს.

მოსახლეობის თქმით, დიზელის საწვავის ფასი ამაში დიდ როლს თამაშობს. საწვავის ფასების ზრდასთან ერთად იზრდება ფასები მთელ რიგ მომსახურებაზე, მათ შორის მიწის დამუშავებაზეც. ძვირადღირებული სათადარიგო ნაწილები ასევე გავლენას ახდენს ფასებზე.

ზოგიერთი ფერმერი აპირებს კარტოფილის შენახვას გაზაფხულამდე, ელოდება ფასების ზრდას, მაგრამ ბევრი, პირიქით, ყიდის შემოდგომაზე, რადგან არ არიან დარწმუნებული, რომ ფასი გაიზრდება და ეშინიათ, რომ მათ მოუწევთ პროდუქციის გადაყრა.

ამ დროისთვის კარტოფილის მოთხოვნაზე პრობლემები არ არის, მაგრამ გასაყიდი ფასი ფერმერებს არ აკმაყოფილებს, რადგან სასუქისა და საწვავის ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ახალქალაქის კარტოფილის ასოციაციის წარმომადგენლის, მახარე მაცუკატოვის განცხადებით, წელს მოსავალი საშუალოდ კარგია, მაგრამ ფასი 60-დან 80 თეთრამდე მერყეობს. ფერმერები არ არიან კმაყოფილნი ამ ფასით. კარტოფილის მოყვანა უფრო ძვირი გახდა და ყველა მომსახურება და სამუშაო უფრო ძვირი გახდა.

მახარე მაცუკატოვი საწყობების ორგანიზებას, როგორც პრობლემის ერთ-ერთ გადაწყვეტას ხედავს. ასევე აუცილებელია მსხვილი ორგანიზაციების, საწარმოებისა და სამხედრო ბაზებისგან ადგილობრივი კარტოფილის ყიდვის საკითხის მოგვარება.

Radio NOR · Цена на картофель не устраивает земледельцев