საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან საქართველოს პარლამენტში შეხვედრა გამართა.
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძემ ახალგაზრდებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ინფორმაცია მიაწოდა, საპარლამენტო საქმიანობის და გადაწყვეტილებების მიღების სპეციფიკა გააცნო. შეხვედრაზე ისაუბრეს ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკურ პროცესებზე.
შეხვედრის შემდეგ სტუდენტებისთვის პარლამენტის შენობაში საექსკურსიო ტური გაიმართა.