შობადობა ნინოწმინდაში: უფრო მეტი გოგონა დაიბადა თუ ბიჭი?

შობადობა ნინოწმინდაში: უფრო მეტი გოგონა დაიბადა თუ ბიჭი?

2023 წლის დასაწყისიდან დღემდე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში 10 თვეში 219 ბავშვი დაიბადა.

რაც შეეხება მუნიციპალიტეტში სქესობრივ სტატისტიკას, 10 თვეში 109 ბიჭი და 110 გოგონა დაიბადა. დღევანდელი მონაცემებით, გოგონები მცირე უპირატესობით დაიბადნენ.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში შობადობის მაჩვენებელი შემცირდა. თუ 2018 წელს შობადობას შევადარებთ, მაშინ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში 305 ბავშვი დაიბადა. 2023 წელს კი 10 თვეში 219 ბავშვი დაიბადა.

ქალაქისა და სოფლის თემების შობადობის მონაცემები ასეთია: ქალაქ ნინოწმინდაში დაიბადა 49 ბავშვი, განძას სოფლის თემში დაიბადა 38 ბავშვი, 29 ბავშვი დაიბადა სათხას სოფლის თემში, 28 ბავშვი დაიბადა გორელოვკის სოფლის თემში, 26 ბავშვი დაიბადა გონდურას სოფლის თემში, 17 ბავშვი დაიბადა ხანჩალის სოფლის თემში, ხოლო ეშტიაშიის სოფლის თემში – 11 ბავშვი, ფოკის სოფლის თემში –  9 ბავშვი, ჯიგრაშენის სოფლის თემში – 7 ბავშვი, ტამბოვკის სოფლის თემში-5 ბავშვი.

ახალშობილ ბავშვებისთვის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილი ერთჯერადი თანხა 300 ლარია. ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა, რომელიც სოციალური დაცვის სააგენტოდან ერთიდან ორ ბავშვზე გაიცემა, ყოველთვიურად 100 ლარია, სანამ ბავშვი ერთი წლის გახდება. სამი ან მეტი ბავშვის ოჯახი ყოველთვიურად 200 ლარს იღებს, სანამ ბავშვი ორი წლის არ გახდება.

დავამატებთ, რომ 2020 წლის ნოემბრიდან ქალაქ ნინოწმინდის კლინიკაში სამშობიარომ ფუნქციონირება შეწყვიტა. ქალები სამშობიაროდ მიდიან საქართველოს ნებისმიერ სამშობიაროში მათი არჩევანით: ახალქალაქში, ახალციხეში ან თბილისში.