უპატრონოდ მიტოვებული სპორტდარბაზის 12 000 ლარიანი გასახდელი ყაურმაში

უპატრონოდ მიტოვებული სპორტდარბაზის 12 000 ლარიანი გასახდელი ყაურმაში

სოფელ ყაურმაში “დახმარება სოფელს” პროგრამის ფარგლებში 4 წლის წინ სპორტული დარბაზისთვის გასახდელი აშენდა და ამ სამუშაოების ჩასატარებლად დაახლოებით 12 000 ლარი დაიხარჯა.

რადიო NOR-ის ინფორმაციის თანახმად, სოფლის ყოფილმა სპეციალისტმა, რომან მკრტჩიანმა განაცხადა, რომ 2019 წელს გასახდელი სრულყოფილად ვერ აშენდა, რადგან არ ეყო თანხა და გასახდელის სახურავი გასაკეთებელი დარჩა და გაკეთდებოდა შემდგომ, 2020 წელს.

გასულია 4 წელი, სახურავი გაკეთებულია, თუმცა გასახდელი ცარიელი კედლების გარდა სოფლის ერთ-ერთი მკვიდრის თქმით დღემდე ვერაფერს წარმოადგენს: “სამი კედელი ააგეს, დანარჩენზე თანხა არ ეყოთ და ესე მიატოვეს. სამუშაოს იღებენ, მოდიან, სრულყოფილად ვერ აკეთებენ და გარბიან მერე.”

იმის გასარკვევად, თუ რა მდგომარეობაშია სპორტდარბაზის 12 000 ლარიანი გასახდელი, ჩვენ ვეწვიეთ სოფელ ყაურმას და წარმოგიდგენთ შესაბამის ფოტომასალას:

იმის გასარკვევად, თუ როგორ აპირებს მუნიციპალიტეტი ამ საკითხის მოგვარებას, ჩვენ მივმართეთ სოფლის თემის რწმუნებულ, ეგორ ქოთოიანს: მისივე თქმით, წელს ბიუჯეტიდან ძირითადი თანხები დაიხარჯა უფრო მნიშვნელოვან პრობლემებზე, როგორიცაა წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია და სათამაშო მოედნის მშენებლობა. ასევე ეგორი ამბობს, რომ იმედოვნებს, – 2024 წელს გასახდელი გაკეთდება.

ვრცლად ჩვენს აუდიოჩანაწერში:

Radio NOR · მიტოვებული გასახდელი სოფელ ყაურმაში

მიუხედავად იმისა, რომ სპორტდარბაზის გასახდელი აშენდა ჯერ კიდევ 2019 წელს, 4 წლის განმავლობაში ის მაინც არ ფუნქციონირებს და წლების განმავლობაში ვერ ხვდება ბიუჯეტით გათვალისწინებული შესაკეთებელი/დასასრულებელი ობიქტების სიაში.

თემატური მასალა: