დაიგება თუ არა ასფალტი ყულალისიდან ნინოწმინდა-ახალქალაქის გზამდე?

დაიგება თუ არა ასფალტი ყულალისიდან ნინოწმინდა-ახალქალაქის გზამდე?

სოფელ ყულალიდან ნინოწმინდა-ახალქალაქის გზამდე მიმავალი გზას მონაკვეთი შეკეთებას საჭიროებს და მოსახლეობის თქმით, გზის მოასფალტების ყოველწლიური დაპირებები ჯერ კიდევ არ გაკეთებულა.

ჩვენ ვეწვიეთ სოფელს, რათა გაგვეგო, რა მდგომარეობაშია გზა სოფლიდან ნანოწმინდა-ახალქალაქის გზამდე მიმავალ მონაკვეთზე:

მიუხედავად იმისა, რომ გზა ნაწილობრივ მოასფალტებულია, სოფელ ყულალისის მოსახლეობა მაინც გამოხატავს უკმაყოფილებას, რადგან გზა ბოლომდეე არაა გაკეთებული და მათი თქმით, მანქანებს უჭირთ გადაადგილება: “გზა საშინელ მდგომარეობაშია. მანქანებს უჭირთ გადაადგილება, განსაკუთრებით აღმართზე, ზამთრის პერიოდში კი იჭედებიან მანქანები.” – თქვა ყულალისში მცხოვრებმა ბატონმა.

იმის გასარკვევად, თუ რას გეგმავს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერია ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ მივმართეთ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განყოფილებას. სპეციალსტ არარატ დარბინიანის თქმით, წელს გზა არ გაკეთდა, რადგან ბუჯეტიდან შესაბამაისი თანხა არ გამოიყო, თუმცა არსებობს პროექტი, რომლის მიხედვითაც 2024 წელს რეგიონალური ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შემთხვევაში, გზა მოასფალტდება. ასევე არარატმა ახსენა, რომ გზის ნაწილი მოასფალტებულია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სამშენებლო კომპანიის მიერ, რადგან გზა მათ მოხმარებაში იყო და მათი პასუხისმგებლობაა იმ მონაკვეთის მოასფალტება, რომელიც მათ მიერაა გაფუჭებული, ხოლო დანარჩენი მონაკვეთის მოასფალტებას თავად მერია უზრუნველყოფს.

 5 ოქტომბერს რადიო NOR-მა გაცნობათ, რომ ახალქალაქი-ნინოწმინდის მაგისტრალიდან სოფელ ყულალისამდე გზა ნაწილობრივ დაგებული და გასწორებულია. სამუშაოებს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სამშენებლო კომპანია თავად ახორციელებდა, სადაც გზა ბეტონის ქარხანამდე დაიგო.
მოასფალტებული მონაკვეთი:
დანარჩენი მონაკვეთი:

წაიკითხეთ ასევე: