ნინოწმინდის სპორტული სკოლის თავისუფალი სტილის ჭიდაობის სპორტსმენები სოფელ განძიდან კიდევ ერთხელ დაბრუნდნენ გამარჯვებით.
2023 წლის 3-5 ნოემბერს, სოფელ განძას სპორტსმენებმა ქალაქ ბათუმში, კაკალაძის სახელობის ღია რესპუბლიკურ ტურნირში მიიღეს მონაწილეობა.
მურად ღარიბიანი ახალგაზრდა თავისუფალი სტილის სპორტსმენია, რომელმაც 35 კგ. წონით კატეგორიაში წარმატება და ოქროს მედალი მოიპოვა. 35 კგ. წონით კატეგორიაში მეორე ადგილი აშიკ კარაპეტიანმა დაიკავა და კიდევ ბიჭებიკიდევ ერთხელ დაბრუნდნენ სახლში გამარჯვებით და მედლებით, რაც ადასტურებს მათ შესანიშნავ სპორტულ მომზადებას.
თავისუფალი სტილის ჭიდაობის მწვრთნელმა, რუბენ პოღოსიანმა აღნიშნა, რომ ჩვენს სპორტსმენს ძალიან წარმატებული გამოსვლა ჰქონდა. ეს ორი მედალი კიდევ ერთი დასტური იყო იმისა, რომ ნინოწმინდის სპორტული სკოლა ამზადებს ნიჭიერ და ერთგულ სპორტსმენებს, რომლებსაც უმაღლეს დონეზე ასპარეზობა შეუძლიათ. ეს ახალგაზრდა მოჭიდავეები თავიანთ საზოგადოებას სიამაყესა და შთაგონებას ანიჭებენ, მათი წარმატებები მომავალი თაობების მოტივაცია ხდება. ჩვენ ვამაყობთ ამ სპორტსმენებით და ველით ახალ გამარჯვებებს მომავალში.
რუბენ პოღოსიანმა ასევე დასძინა, რომ ჩვენ ბევრი მიღწევა გვაქვს. ჩვენი სპორტსმენები მონაწილეობდნენ მსოფლიო ჩემპიონატზე, ევროპის პრიზიორები, რესპუბლიკური შეჯიბრებების ჩემპიონები, ასევე განძის სპორტსმენები შეუერთდნენ საქართველოს ნაკრებს.