სიუზანა იესოიანი – ახალგაზრდა მეცნიერის წარმატებები სოფელ პ. ხანჩალიდან

სიუზანა იესოიანი – ახალგაზრდა მეცნიერის წარმატებები სოფელ პ. ხანჩალიდან

სიუზანა საიათის-ასული იესოიანი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ პ. ხანჩალიდან არის.

სკოლის დამთავრების შემდეგ სიუზანას უსაზღვრო სიყვარული განათლებისადმი მიჰყავს ერევანში, სადაც სწავლას აგრძელებს ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტზე. შრომატევადი სწავლის შემდეგ, სიუზანამ დაამთავრა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მიიღო მაგისტრის ხარისხი.

უნივერსიტეტში სწავლის დასრულების შემდეგ, სიუზანა იწყებს მუშაობას უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც თვიღონ დაამთავრა.

გარკვეული დროის განმავლობაში ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობის შემდეგ, სიუზანა იესოიანი საფრანგეთში, Franche Comté-ს უნივერსიტეტში, ბურგონში განაგრძო სწავლა. წარმატებული სწავლის შემდეგ, სიუზანამ დაიცვა დოქტორის ხარისხი – ღვინისა და კერამიკის ურთიერთქმედება სომხურ თიხისთან, აგრო-კვების ბიოტექნოლოგიაში:

2022 წლის დეკემბერში, საფრანგეთში დოქტორის ხარისხის დაცვის შემდეგ, სიუზანა კვლავ ბრუნდება ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში  და დღეს მუშაობს როგორც ლექტორი და სამეცნიერო თანამშრომელი ბიოლოგიის ფაკულტეტზე.

სუზანა აღნიშნავს, რომ მას კარიერის გზაზე სერიოზული სირთულეები არ შეექმნა და იზიარებს, რომ ბავშვობიდან ოცნებობდა მეცნიერების კეთებაზე: “როგორც ჩემი მომავალი კარიერისა და პროფესიის მიმართულება, მე ყოველთვის განვიხილავდი მეცნიერების სფეროს.” – ამბობს იესოიანი.

სიუზანა იძლევა რჩევას სკოლის ახალგაზრდა მოსწავლეებს:

სკოლიდან მიზანი უნდა გქონდეს. როდესაც ჩემი მასწავლებლები საუბრობდნენ ჩვენს თანასოფლელებზე, რომლებმაც წარმატებას მიაღწიეს, გონებრივად წარმოვიდგენდი ხოლმე, რომ ერთ დღეს მე ცავხდებოდი მოტივაციის წყარო მოსწავლეებისთვის, ვისაც სურთ მეცნიერების სფეროში განვითარება. იმედი მაქვს, წარმატებას მიაღწევენ.

2023 წელს, მეორედ, სიუზანა წამახალისებელი კონკურსის წევრი გახდა, რომელიც ჩატარდა ახალგაზრდა მეცნიერთა დახმარების პროგრამის (EGAC) მიერ სამეცნიერო სტატიების გამოქვეყნებისთვის.

დღეს სიუზანა იესოიანი ცხოვრობს და მუშაობს ერევანში.