2023 წლის ბოლოს დაიწყება ბიუჯეტის პროექტის მოსმენა და განხილვა, სადაც შეირჩევა 2024 წლის ბიუჯეტის ძირითადი პრიორიტეტები.
ჩვენ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში ჩავატარეთ გამოკითხვა, სადაც მოსახლეობას გავესაუბრეთ, თუ რა სახის სამუშაოებზე ფიქრობენ, რაზეც საჭიროა ბიუჯეტიდან თანხა გამოიყოს.
მოსახლეობას ძირითადად სურს ყურადღება მიექციოს წყლის ხარისხის გაუმჯობესებას, სასმელი წყლის დეფიციტის პრობლემის მოგვარებას; ყურადღება მიექციოს სარწყავი სისტემის მშენებლობას, სოფლებში გაზიფიცირებას; ახალგაზრდებისთვის დასასვენებელი და სპორტული ობიექტების მოწყობას, სოციალური დახმარების პაკეტის გაზრდას, სოფლის ამბულატორიების აშენებას, გზების ასფალტირებას.
უნდა აღინიშნოს, რომ ყველას, ასევე საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა წარადგინონ თავიანთი წინადადებები, რომლებიც განიხილება ბიუჯეტის შედგენისას.
როგორი იქნება მოსახლეობის აქტიურობა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადებაში და მოსახლეობის რა წინადადებები იქნება მიღებული ბიუჯეტში, ამის შესახებ ჩვენს მომდევნო მასალებში მოგახსენებთ.