მადლიერი ვართ მხარდაჭერისთვის, ვაგრძელებთ გზას ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისკენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ევროკომისიამ გამოაქვეყნა პოზიტიური შეფასება და რეკომენდაცია გასცა საქართველოზე რომ მიენიჭოს მას დამსახურებული კანდიდატის სტატუსი. ჩვენ მადლიერები ვართ მხარდაჭერისთვის, ვაგრძელებთ ჩვენს გზას ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისკენ“, – აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.