ახლად კეთილმოწყობილი საბავშვო მოედანი ძველი გატეხილი ატრაქციონებით: რა იგიგმება ეფრემოვკაში?

ახლად კეთილმოწყობილი საბავშვო მოედანი ძველი გატეხილი ატრაქციონებით: რა იგიგმება ეფრემოვკაში?

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკაში საბავშვო მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. ჩვენ კვლავ ვეწვიეთ სოფელ ეფრემოკვას, რათა გაგვერკვია, რა ეტაპზეა სამუშაოები, რადგან გათვალისწინებული 20 კვირა დასასრულს უახლოვდება.

დღეის მდგომარეობით, საბავშვო მოედნის ტერიტორია მთლიანად შემოღობილია, დაფენილია რბილი კაუჩუკის იატაკი, დაგებულია ბილიკი და დამონტაჟებულია სკამი, ურნა და 2 ატრაქციონის ნაწილი. მიუხედავად ამას, შიგნით მყოფი ატრაქციონები კვლავ გატეხილია და ჯერ-ჯერობით არ შეცვლილა (ტენდერის მიხედვით, ეფრემოვკაში პროექტი ატრაქციონების შეცვლას არ ითვალისწინებს).

იმის გასარკვევად, აპირებენ თუ არა გატეხილი ატრაქციონების შეცვლას, ჩვენ მივმართეთ სოფლის თემის რწმუნებულს, მნაცაკან ბაბაჯანიანს. მისი თქმით:  “სამუშაოები უხარისხოა. უნდა მოიხსნას რბილი კაუჩუკის საფენი და დამონტაჟდეს ახალი ატრაქციონები. სამუშაოების დამთავრების ვადა 15 ნოემბერია და მოესწრება.

Radio NOR · ახლად კეთილმოწყობილი საბავშვო მოედანი ძველი გატეხილი ატრაქციონებით: რა იგიგმება ეფრემოვკაში?

როგორც არდე რადიო NOR-მა გაცნობათ, სამუშაოები არა მხოლოდ ეფრემოვკაში ტარდება, არამედ ჟდანოვში, კათნატუში, ოროჯალარში, სათხაში, დიდ ხანალიში და ნინოწმინდის ხოჯაბეკის და ნორაშენის უბნებში. სამუშაოები ითვალისიწნებს საბავშვო მოედნების ტერიტორიების კეთილმოწყობას.

შეგახსენებთ, რომ ტენდერის მიხედვით, სამუშაოებისთვის თანხის 100% ნინოწმინდის მერიის ბიუჯეტიდან იყო დაფინანსებული. ტენდერის მიხედვით, ყველა დაგეგმილი სოფლისთვის გამოცხადებული იყო 350 000 ლარი, ხოლო ტენდერი მოიგო ი/მ რაზმიკ ღუმაშიანმა, 295 040 ლარის თანხის ოდენობის შემოთავაზებით. ხელშეკრულება შედგა 03.07.2023 წელს და ტენდერის მიხედვით, სამუშაოები უნდა დამთავრდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 კვირის ვადაში.

წაიკითხეთ ასევე: