სომხები საქართველოში / ვიდეო

სომხები საქართველოში / ვიდეო
წარმოგიდგენთ შემეცნებითი ვიდეორგოლების სერიას საქართველოს რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების შესახებ.
Პირველი ვიდეო მოგვითხრობს საქართველოს სომხების შესახებ. Პროექტი მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას საქართველოს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების მიერ ქვეყნის სახელმწიფოებრიობის განვითარების პროცესში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილის შესახებ. Პროექტის მიმდინარეობისას მომზადდა ცხრა შემეცნებითი ვიდეო და ტექსტი საქართველოს სომხების, აზერბაიჯანელების, მუსლიმების, კათოლიკეების, ებრაელებისა და სხვა მცირე ჯგუფების, მათ შორის უდიების, ქურთების, უკრაინელებისა და ბოშების შესახებ, რომლებსაც ეტაპობრივად შემოგთავაზებთ.
Მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული მასალები ინტეგრირდება საქართველოს სკოლებში, როგორც საბაზო საფეხურის მოსწავლეებისთვის განკუთვნილი დამხმარე სახელმძღვანელო რესურსი.
Პროექტი საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) მიერ საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

GCSD