ფოტო და ვიდეომასალა წარდგენილია თორიის საჯარო სკოლის მიერ.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ თორიის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებმა ქართული ენის მასწავლებელ ანჟელა ღაზარიანის ხელმძღვანელოებით მონაწილეობა მიიღეს ვახტანგ კოტეტიშვილის სახელობის ახალგაზრდა ფოლკლორისტთა შეკრებაში , რომელიც გაიმართა 11 ნოემბერს, ქალაქ თბილისში. სკოლის მოსწავლეებმა წაიკითხეს მოხსენება , ეს იყო ქართული და სომხური ეპოსების შედარებითი ანალიზი. თავისი აზრი გამოხატა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორმა ხვთისო მამისიმედიშვილიმ და მოსწავლეებს წარმატება უსურვა. გარდა ამისა მოსწავლეებმა წარადგინეს ლექსები ჯავახეთის შესახებ და მსმენლებს გააცნეს ხალხური სიტყვიერება თუ რატომ ჰქვია თავიანთ სოფელში არსებულ ხეობას “შუშოს ხეობა” . მოსწავლეები თბილისიდან დაბრუნდნენ სიგელეებით და საჩუქრებით. ღონისწიების შემდეგ მივიდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში . ამ ღონისწიებამ მოსწავლეებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და ამიერიდან ისინი უფრო დიდი ძალისხმევით სწავლობენ , რათა ჩააბარონ სახელმწიფო უნივერსიტეტებში.