ავტოსაგზაო შემთხვევა თავისფლების და პუშკინის ქუჩების კვეთაზე

ავტოსაგზაო შემთხვევა თავისფლების და პუშკინის ქუჩების კვეთაზე

დღეს, 13 ნოემბერს, დაახლოებით დილის 13:30 საათზე ქალაქ ნინოწმინდაში, თავისუფლებისა და პუშკინის ქუჩების კვეთაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელშიც სატვირთო მანქანა და მსუბუქი ავტომანქანა მონაწილეობდა.

თავისუფლებისა და პუშკინის ქუჩების კვეთაზე შუქნიშნის ქვეშ, სატვირთო მანქანა დაეჯახა შუქნიშნის ქვეშ მდგარ MERCEDES-სს, რის შედეგადაც მსუბუქი მანქანა რამდენიმე მეტრზე გაათრია.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მანქანებმა მნიშვნელოვანი ზიანი მიიღეს.

ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მუშაობენ.