სოფელ ეშტიას სარიტუალო სახლის სამშენებლო სამუშაოები გადადებულია

სოფელ ეშტიას სარიტუალო სახლის სამშენებლო სამუშაოები გადადებულია

მთავარი ფოტო არქივიდანაა.

2021 წელს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიას სარიტუალო სახლის საძირკველზე სამშენებლო სამუშაოები ჩატარდა.

აღნიშნული შენობის მშენებლობა უკვე ორი წელია შეჩერებულია.

რაც შეეხება იმას, იგეგმება თუ არა წელს სოფელ ეშტიის სარიტუალო სახლის მშენებლობის გაგრძელება, სოფელ ეშტიის თემის რწმუნებულმა, ეგორ კოტოიანმა აღნიშნა, რომ ეშტიის სარიტუალო სახლის მშენებლობაზე მუშაობა არც წელს და არც მომავალ წელს არ იგეგმება.

“მუნიციპალიტეტის ფული ჩადებულია პრიორიტეტული და უფრო მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებაში. ესტიაში უფრო მნიშვნელოვანი საქმეები გვაქვს გასაკეთებელი, ამიტომ სარიტუალო სახლის მშენებლობა გადაიდო.”

ვრცლად ჩვენს აუდიოჩანაწერში:

Radio NOR · Հեշտիայի արարողությունների տան կառուցման աշխատանքները հետաձգվում են

რადიო NOR-ის ინფორმაციით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიაში სარიტუალო სახლის მშენებლობაზე ტენდერი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურმა გამოაცხადა.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის ნოემბერში დასრულდა ეშტის სარიტუალო სახლის საძირკვლის მშენებლობის სამშენებლო სამუშაოები, რომელიც განხორციელდა შპს “მეგობრობა 5” – ის მიერ, რომელიც ჰრანტ გრიგორიანს ეკუთვნოდა ახალქალაქიდან. ეშტის სარიტუალო სახლის საძირკვლის მშენებლობისთვის 56 000 ლარი გამოიყო.