სანქცირებული “ვითიბი ბანკი ჯორჯია” მოგებაზე გავიდა – როგორია ბანკის ფინანსური მაჩვენებლები

სანქცირებული “ვითიბი ბანკი ჯორჯია” მოგებაზე გავიდა – როგორია ბანკის ფინანსური მაჩვენებლები

ამავე საანგარიშო პერიოდში „ვითიბი ბანკი ჯორჯიას“ მთლიანი აქტივები 389,8 მლნ ლარია, სააქციო კაპიტალი შეადგენს 268,2 მლნ ლარს. ამასთან, 2023 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით, ბანკის სადეპოზიტო პორტფელი 12.6 მლნ-ს, ხოლო სესხების პორტფელი 197 მლნ ლარს შეადგენს.

გარდა ამისა, ბანკმა 9 თვის განმავლობაში სესხებიდან 10 მლნ ლარის საპროცენტო შემოსავალი მიიღო, ფასიანი ქაღალდებიდან მიღებული შემოსავალი 0.7 მლნ ლარი იყო, ხოლო მთლიანი არასაპროცენტო შემოსავლები 14.8 მლნ ლარი.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებული საომარი მოქმედებების გამო, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა რუსულ ფინანსურ სისტემას ფინანსური სანქციები დაუწესა. მათ შორის მოხვდა “ვითიბი ბანკიც“. შესაბამისად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „ვითიბის“ (ასევე მთლიანად საფინანსო სექტორს) სანქციებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების ვალდებულების შესახებ მითითება მისცა.

მალევე ,,ვითიბი ბანკ ჯორჯიას” მცირე და საშუალო ბიზნესის პორტფელი „ლიბერთი ბანკმა“ გადაიბარა, ხოლო „ბაზისბანკმა“ საცალო ბიზნესის სრული პაკეტი (სესხებიც და დეპოზიტებიც) და ასევე, ბიზნესის პაკეტის ნაწილი (როგორც სესხების, ასევე დეპოზიტების).

მოგვიანებით, საქართველოს ბაზრიდან გასვლასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ბანკის ხელმძღვანელმა, ანდრეი კოსტინმა. როგორც მან „ინტერფაქსს“ განუცხადა, ბანკი მხოლოდ საქართველოს ტოვებს, რადგან სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოში „ცოტა სხვა ვითარებაა.“ თუმცა ჯერჯერობით ვითიბის საქართველოს ბაზარი არ დაუტოვებია.

ცნობისათვის, ბანკის აქციათა 97.4%-ს რუსული VTB ბანკი ფლობს, რომლის აქციების 59.3%-ის მფლობელი არის რუსეთი ფედერაციის სახელმწიფო.