მოსალოდნელია თოვლი და ქარბუქი – სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

მოსალოდნელია თოვლი და ქარბუქი – სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20–დან 22 ნოემბრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი (ზოგან ძლიერი) და ქარბუქი. გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე ნავარუდევია 4-5 ბალიანი შტორმი.

მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო  გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. მთიან და მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელი დიდთოვლობის, ზვავსაშიშრიების, ქარბუქისა და ხილვადობის გაუარესების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

SKNEWS