სამცხე–ჯავახეთში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა – სად არის აკრძალული გადაადგილება

სამცხე–ჯავახეთში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა – სად არის აკრძალული გადაადგილება

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების და დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ106-კმ123 (გოდერძის უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

თოვისა და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

ასევე, თოვისა და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ90-კმ112 მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია ანდეზიტი-ღადოლარი მონაკვეთზეც.

20–დან 22 ნოემბრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი (ზოგან ძლიერი) და ქარბუქი. გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი, ზღვაზე ნავარუდევია 4-5 ბალიანი შტორმი.

SKNEWS