ნინოწმინდიდან და ახალქალაქიდან 5 კიკბოქსერი, მწვრთნელის სერგეი ტონაკანიანის ხელმძღვანელობით, იტალიაში, მილანში, ღია კიკბოქსინგის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრნენ.
ამის შესახებ მწვრთნელმა სერგეი ტონაკანიანმა რადიო NOR-თან ინტერვიუში განაცხადა. “12 და 13 ნოემბერს მილანში კიკბოქსინგის მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა. გვყავდა სამი ოქროს მედალოსანი: ალბერტ პოდოსიანი, ნარეკ პოდოსიანი, სარგის ტონაკანიანი. ჰაკობ ხაჩატრიანმა და ვარაზიკ ჰაკობიანმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საზღვარგარეთ მცხოვრებ სოფელ სათხას, ასევე ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების ბენეფიციარებს მხარდაჭერისა და დახმარებისთვის.”
ვრცლად ჩვენს ინტერვიუში: